ავტორი:

სასამართლოში მისულ ნიკა მელიას მხარდამჭერები ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ

სასამართლოში მისულ ნიკა მელიას მხარდამჭერები ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებული წევრი ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ.

სასამართლოში ასევე იმყოფებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ნიკა მელიას მეგობრები და მხარდამჭერები, რომლებიც ყოფილ დეპუტატს ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.

გუშინ, პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართოს.

ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკა მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს