ავტორი:

რა აუკრძალა მოსამართლემ ნიკა მელიას - ადვოკატის განმარტება

რა აუკრძალა მოსამართლემ ნიკა მელიას - ადვოკატის განმარტება

მოსამართლემ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, ეს არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე, - ასე აფასებს დეპუტატ ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სასამართლომ მელიას აღკვეთი ღონისძიების სახით 30 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

მისი თქმით, ახლა, რაც ხდება იმის ფონზე სხვა გადაწყვეტილების მიღება წარმოუდგენელი იყო.

„ამ გადაწყვეტილებით გამოჩნდა ის, რასაც სამი დღეა ჩვენ ვამბობთ, რომ ეს საქმე არის ფორსირებულად შეკერილი, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი. ახლა ის 91 დეპუტატი რა ხასიათზეა ძალიან მაინტერესებს, ერთმა მოსამართლემ მთლიანად ხაზი რომ გადაუსვა. როგორც იურისტი ვამბობ, რომ ეს არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე, ამ საქმის ვითარებიდან გამომდინარე. ამის მიღმა განცხადება პოლიტიკოსებმა გააკეთონ",- განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება იმას, თუ რა სახის შეზღუდვები დაუწესა სასამართლომ ნიკა მელიას, ადვოკატი განმარტავს, რომ სხდომათა დაბაზში დიდი ხმაური იყო და დეტალურად ვერ გაიგო. "როგორც გავიგე, საჯარო ადგილებში სიტყვით გამოსვლა აეკრძალა",- განაცხადა კონდახიშვილმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს