ავტორი:

გახარია 20-21 ივნისის მოვლენებზე - "ყველაფერი რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა ჩემი პასუხისმგებლობაა და ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ"

გახარია 20-21 ივნისის მოვლენებზე - "ყველაფერი რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა ჩემი პასუხისმგებლობაა და ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ"

პროპორციულობის ნაწილში არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები გარკვეულ ეპიზოდებთან, რომელიც ასევეა დეტალურად გამოსაძიებელი, - ასე პასუხობს შს მინისტრი გიორგი გახარია კითხვას, იყო თუ არა ძალა გადამეტებული 20 ივნისის ღამეს პოლიციელების მხრიდან.

მინისტრის თქმით, ის დაიცვას ყველა პოლიციელს, რომელსაც დღეს ზოგიერთი ცდილობს მოუწყოს სახალხო სასამართლო.

"მე ვთვლი, რომ პოლიციამ იმ მძიმე ღამეს გამოიყენა ლეგიტიმური უფლება, გამოეყენებინა ძალა. პროპორციულობის ნაწილში არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები გარკვეულ ეპიზოდებთან, რომელიც ასევეა დეტალურად გამოსაძიებელი. მკაფოდ ვყოფ სამართლებრივ და პოლიტიკურ ნაწილს. სამართლებრივი ნაწილი, რომელიც მისაყვანია ბოლომდე, გამოსაძიებელია", - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, პოლიციელები აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად იცავდნენ სახელმწიფო ინსტიტუტს. როგორც გიორგი გახარია ამბობს, არ შეიძლება ადამიანს სახალხო სასამართლო მოუწყო, მაშინ როცა სამართლებრივი პროცედურები არც კი დაწყებულა.

"ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, რა თქმა უნდა, არის ჩემი პასუხისმგებლობა მისი დაწყებიდან დასრულებამდე. ამ პასუხისმგებლობას მე არ გავურბივარ. ასევე, ჩემი პასუხისმგებლობაა, ის ყველაფერი, რაც დღეს ჩვენს საზოგადოებაში ხდება, როდესაც სახალხო სასამართლოს ვუწყობთ ცალკეულ ადამიანებს, მათ შორის, პოლიციელებს, მაშინ როცა სამართლებრივი პროცედურები არც კი დაწყებულა. ესეც ჩემი პასუხისმგებლობაა. ის ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად იცავდნენ სახელმწიფო ინსტიტუტს, ადამიანები, რომლებიც იცავდნენ სამოქალაქო სიმშვიდეს და იძულებული გახდნენ გამოეყენებინათ ლეგიტიმური ძალა, ეს ადამიანები უნდა იყვნენ შესაბამისად შეფასებული საზოგადოების მხრიდანაც",- განაცხადა გახარიამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები