ავტორი:

"წადი, წადი" - აქციაზე გიორგი გახარიას ინტერვიუს გამოეხმაურნენ

"წადი, წადი" - აქციაზე გიორგი გახარიას ინტერვიუს გამოეხმაურნენ

გიორგი გახარიამ თქვა, რომ ჩემი პასუხისმგებლობაა, რაც მოხდაო და ჩვენ შეგვიძლია პირველად დავეთანხმოთ მას, დიახ, შენი პასუხისმგებლობაა, - ამის შესახებ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის სპიკერმა ზაზა აბაშიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სპიკერი ტყუილს უწოდებს გახარიას იმ განცხადებას, თითქოს აქტივისტები სამართალდამცველების სახალხო სასამართლოს გამართვას ითხოვენ.

"მან ასევე თქვა, რომ ვითხოვთ სახალხო სასამართლოს პოლიციელებზე. ეს არის ტყუილი. ჩვენ არანაირ სახალხო სასამართლოს არ ვითხოვთ. ჩვენ ვითხოვთ, სიმართლეს და სიმართლე არის ის, რომ უნდა გადახდეს გიორგი გახარია", - განაცხადა სპიკერმა, რის შემდეგაც სპიკერი და აქციის მონაწილეები ერთხმად სკანდირებდნენ: "წადი, წადი".

როგორც მან აღნიშნა, აქტივისტები მანამდე არ დაიშლებიან, სანამ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ