ავტორი:

გახარია - მოლაპარაკებების მცდელობა იყო, მაქსიმალურად ვცდილობდით სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე საქმე არ მისულიყო

გახარია - მოლაპარაკებების მცდელობა იყო, მაქსიმალურად ვცდილობდით სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე საქმე არ მისულიყო

მოლაპარაკებების მცდელობა იყო, მაქსიმალურად ვცდილობდით სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე საქმე არ მისულიყო, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ "პალიტრანიუსის" გადაცემის "360 გრადუსი" წამყვანის, ემა ტუხიაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გავრცელებულ ინფორმაციას ეხება, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 20 ივნისის ღამეს მოლაპარაკებების მცდელობა იყო.

"რაც შეეხება მოლაპარაკებების მცდელობას, ასეთი ფაქტი იყო. აქ ყველაფერი იყო დაკავშირებული იმასთან, რომ იყო მომხდარიყო სიტუაციის დეესკალაცია. ტემპერატურა მაღალი იყო და პროცესის მართვა იყო უკიდურესად რთული. ყველა შესაძლებლობა და მზაობაც იყო იმისთვის, რომ არ მომხდარიყო პროცესის დეესკალაცია ძალადობრივ კონტექსტში. იყო რამდენიმე ძალადობრივი შტურმი, რომლის დროსაც ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე საქმე არ მისულიყო",- განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება კითხვას, თუ რა საფრთხე აირიდა ქვეყანამ 20 ივნისს, გახარია პასუხობს,რომ ეს იყო მცდელობა ძალადობრივად ხელისუფლების ხელში ჩაგდების.

"ამ ყველაფრის დაგეგმვის პროცესი პირდაპირ ეთერში ჩანდა. მოწოდებებს ვინ ახორციელებდა, ესეც ჩანდა. ეს იყო მშვიდობიანი აქცია 22:00 საათამდე. ადამიანები პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ ამ პოლიტიკური მოთხოვნის შესრულების ან არ შესრულების პირობებში, ჩვენ არ უნდა ვიდგეთ აქ, ჩვენ უნდა შევიდეთ პარლამენტში, რასაც შემდგომ მოჰყვა როგორც ვიზუალურად, ასევე ვერაბალურად მოწოდება გარკვეული ჯგუფების მიმართ, რომლებმაც ორგანიზებულად მიიტანეს შტურმი პოლიციაზე პარლამენტში შეჭრის მიზნით",- განაცხადა გახარიამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები