ავტორი:

ტოპ 5 წიგნი, რომელთა წაკითხვასაც გვირჩევენ ცნობილი ადამიანები

ტოპ 5 წიგნი, რომელთა წაკითხვასაც გვირჩევენ ცნობილი ადამიანები

ძალიან რთულია, შენთვის შესაფერისი წიგნი სწორად შეარჩიო. მნიშვნელობა აქვს მწერლის სტილს, სიუჟეტს. უნდა ემთხვეოდეს ავტორისა და შენი ინტერესები ერთმანეთს. ლიტერატურა უნდა გეხმარებოდეს, თავი უკეთესად იგრძნო და შენი აქამდე უცნობი ნაწილი აღმოაჩინო. ბევრისთვის მნიშვნელოვანია ახალი წიგნის შერჩევისას სხვისი აზრი, განსაკუთრებით კი, ისეთი ავტორიტეტული პიროვნებების, რომლებთაც ის ენდობა. ცნობილი ადამიანები მუდმივად ზრუნავენ პიროვნულ განვითარებაზე და ამაში მათ კითხვაც ეხმარებათ. ისინი ხშირად აღნიშნავენ, რომ მათ წარმატებაში ამას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. წარმოგიდგენთ 5 წიგნს, რომელთა წაკითხვასაც ცნობილი ადამიანები გირჩევენ:

კირა ნაითლი - ჯეინ ოსტინის „სიამაყე და მცდარი აზრი“

ცნობილია, რომ მსახიობი ამ წიგნის ეკრანიზაციაშიც მთავარ როლს ასრულებს და ეს მისი საყვარელი რომანია. „სიამაყე და მცდარი აზრი“ ნათლად წარმოაჩენს ადამიანების გრძნობებს, უჩვენებს მათ, როგორი აუცილებელია იმის დაფასება და შემჩნევა, რაც გვერდითაა. ელიზაბეთის და მისტერ დარსის სიყვარულის ისტორია საუკეთესო ცხოვრებისეული მაგალითის მომცემია მკითხველისთვის. უბრალო გოგონასა და დიდგვაროვან მამაკაცს უამრავი რამის გაძლება მოუწევთ, სანამ ერთად იქნებიან. ასე ისინი არა მარტო სხვების, არამედ საკუთარ ღირებულებებსაც დაუპირისპირდებიან და სიამაყის გამო ლამის ყველაფერს დაკარგავენ.

ენ ჰეთევეი - ფრენსის ჰოდსონ ბერნეტის „საიდუმლო ბაღი“

საინტერესოა, თუ რატომ გახდა ეს წიგნი ასეთი მნიშვნელოვანი ამ მსახიობისთვის. ენ ჰეთევეი ხშირად აღნიშნავს, რომ ამ ნაწარმოებმა მის აზროვნებაში სერიოზული გარდატეხა მოახდინა. ობოლი მერი ლენოქსის ცხოვრება რადიკალურად იცვლება, როცა ბიძის საიდუმლოებით მოცულ სახლში გადადის საცხოვრებლად. კითხვისას ისეთი გრძნობა გიჩნდება, თითქოს პატარა გოგოს მუდამ თან დაჰყვები და მასთან ერთად ახერხებ ჩაკეტილ კარს იქით საოცარი ბაღის აღმოჩენას.

ილონ მასკი - ჯ.რ.რ. ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელი“

ალბათ, არა მარტო ილონ მასკისთვის, არამედ ფენტეზის ყველა მოყვარულისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწარმოებია „ბეჭდების მბრძანებელი“. ამ ტრილოგიაში გამაოგნებელ, ფანტასტიკურ სამყაროში მოგზაურობს მკითხველი. პერსონაჟებთან ერთად თვითონაც ცდის საკუთარ თავს და მუდმივად რაღაც ახალს ეძიებს. დაბრკოლებები, სიკეთისა და ბოროტების დაუსრულებელი დაპირისპირება ნაწარმოების სიუჟეტს კიდევ უფრო ჩახლართულსა და საინტერესოს ხდის. წაიკითხეთ ვრცლად

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი