ავტორი:

"მე ვარ რუსეთიდან და ჩემი გული ოკუპირებულია საქართველოს მიერ!" - რას წერენ რუსი ტურისტები სოციალურ ქსელში

"მე ვარ რუსეთიდან და ჩემი გული ოკუპირებულია საქართველოს მიერ!" - რას წერენ რუსი ტურისტები სოციალურ ქსელში

მას შემდეგ, რაც პუტინმა რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები აკრძალა და ჩვენს ქვეყანაში ტურისტების შემცირების საფრთხე შეიქმნა, სოციალური ქსელების ქართველმა მომხმარებლებმა მასშტაბური კამპანია წამოიწყეს. ისინი „ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“ და „ტვიტერის“ საშუალებით ცდილობენ, აწარმოონ ტურისტული კამპანია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს ზაფხულის საქართველოში გატარებას ურჩევენ.

"ფეისბუქზე" შეიქმნა ჯგუფი - Spend Your Summer In Georgia („გაატარე ზაფხული საქართველოში“), რომლის წევრების რაოდენობამ რამდენიმე დღეში 200 ათასს გადააჭარბა. მათ შორის არიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინტერნეტმომხმარებლები, რომლებიც საქართველოს შესახებ შთაბეჭდილებებს, საკუთარ ტურისტულ ისტორიებს და ფოტოებს უზიარებენ ერთმანეთს.

ჯგუფის წევრები არიან რუსი ტურისტებიც, რომლებიც საქართველოს რამდენჯერმე ესტუმრნენ და აკრძალვების მიუხედავად კვლავ აპირებენ დაბრუნებას. რუსი ტურისტები ავრცელებენ ფოტოს ხელში პოსტერით, რომელზეც არის წარწერა - "მე ვარ რუსეთიდან და ჩემი გული ოკუპირებულია" საქართველოს მიერ.

გთავაზობთ რამდენიმე პოსტს, რომელსაც საქართველოს შესახებ რუსი ტურისტები წერენ:

ანტონ მოროზოვი, მოსკოვიდან:

"იცით რა... ამ ყველაფრის მერე უბრალოდ არ ვიცოდი რა მეთქვა... სიტყვები არ მყოფნიდა. მე რუსეთიდან და რუსი ვარ, ძალიან მიყვარხართ და არ არსებობს ისეთი ძალა, რომელიც აუკრძალავს კარგ ადამიანებს საქართველოში ჩამოსვლას. ბოლო რამდენიმე თვე, საქართველოში რომ ვცხოვრობდი, მრცხვენოდა ხოლმე რომ რუსები, რომლებიც ჩამოდიოდნენ საქართველოში საცხოვრებლად, არ ცდილობდნენ ქართული ენის სწავლას. არ მინდოდა მეც მათ რიცხვში ვყოფილვიყავი.

კარგად ვერ ვფლობ ქართულ ენას, მაგრამ ყოველთვის შემიძლია ვთქვა, რასაც ვფიქრობ. ძალიან მიხარია, რომ ეხლა საქართველოში ჩამოსვლას შეძლებენ მარტო ისინი, ვისაც მართლა უყვარს ეს ქვეყანა და პატივს სცემს ქართველს!"

ალიონა საფრონოვა:

"მე ვარ რუსეთიდან და ჩემი ❤️ ოკუპირებულია საქართველოს მიერ"

მარია ტიმოშენკოვა, ტვერიდან:

"მე ვარ რუსი. მაისში ბათუმში ვიყავი და არაფრის შემშინებია, ახლაც არაფრის მეშინია, უბრალოდ ვბრაზდები პოლიტიკური სირთულეების გამო!"

ნატალია რედკო, მოსკოვიდან:

"მე რუსეთიდან ვარ და მიყვარს საქართველო, როგორც ჩემი სამშობლო. არ მადარდებს პოლიტიკური თამაშები. საქართველოში 2 არაჩვეულებრივი წელი გავატარე. ვგიჟდები გუდაზე და შქმერულზე, მიყვარს, როცა ზაფხულის დილას მოხუცი ქალი ყვირის "მალინას", ვარ რაგბის ფანი! მიყვარს ჩემი ქართველი მეგობრები, მენატრებით და გპირდებით, მალე დავბრუნდები"

მაქსიმ ბოროვიკოვსკი:

"მე ვარ რუსი და საქართველო ძალიან მიყვარს! ვწუხვარ, რომ ჩვენს ნაცვლად პოლიტიკოსები წყვეტენ ყველაფერს! ჩვეულებრივი ადამიანები რუსეთში არ ეთანხმებიან იმას, რაც ჩვენს ურთიერთობაში ხდება. მჯერა, რომ ჩვენ მშვიდობიანად ვიცხოვრებთ!"

ანტონ გაევოი:

"მე ვარ ანტონი და ორი წელია მე და ჩემი მეუღლე რუსეთიდან საქართველოში გადმოვსახლდით. ბედნიერები ვართ, რომ აქ ვცხოვრობთ ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, ირგვლივ ყველაზე კეთილი ადამიანების გარემოცვაში. ჩვენ ვართ გიდები და ბედნიერები ვიქნებით, თუ ჩვენს საქართველოს დაგათვალიერებინებთ!"

დიმ ჩერკასოვი, მოსკოვიდან:

"არ გაანაწყენოთ ჩემი საყვარელი საქართველო!"

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს