ავტორი:

რამდენად სწორია ზაფხულში ტონალურის გამოყენება და რა არის საჭირო ლამაზი რუჯის მისაღებად - კოსმეტოლოგის რჩევები ცხელი სეზონისთვის

რამდენად სწორია ზაფხულში ტონალურის გამოყენება და რა არის საჭირო ლამაზი რუჯის მისაღებად - კოსმეტოლოგის რჩევები ცხელი სეზონისთვის

სუფთა და მოვლილი კანი რომ ადამიანის სილამაზის ერთ-ერთი მთავარი პირობაა, ამაზე არავინ კამათობს. საბედნიეროდ, ბოლო დროს კანის მოვლა მამაკაცებშიც აქტუალური გახდა. როგორ მოვიქცეთ, რომ ზაფხულში კანი გადაღლილი და გამომშრალი არ იყოს, ამისთვის უამრავი საშუალება არსებობს. გთავაზობთ კოსმეტოლოგ ნატა რევაზიშვილის რამდენიმე რჩევას, რომელიც ყველაზე ცხელ სეზონზე კანის სილამაზის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ:

- სუფთა და ჯანმრთელი სახის კანი ჩვენი ძირითადი მშვენებაა. სუფთა კანის წინაპირობა სახის რეგულარული და ფრთხილი წმენდაა. ზაფხულში სახის კანი უფრო მეტად ოფლიანდება, რა დროსაც ჯირკვლები უფრო ინტენსიურად მუშაობენ, ვიდრე ზამთარში და მკვეთრად თვალშისაცემ ცხიმს გამოყოფენ. ფორებში შედის მტვერი, ამიტომ კანს ხშირი წმენდა სჭირდებაა, რა დროსაც სასურველია ბიორევიტალიზაცია (დატენიანება), პილინგები, მეზოთერაპია.

- ხშირად კანი სიცხეში წითლდება, იქერცლება, ჭრელდება, ღიზიანდება და აქვს წვრილი ან სულაც მკაფიოდ გამოხატული გამონაყარი. როგორ უნდა მოვუაროთ კანს, რომ მსგავსი უსიამოვნებები თავიდან ავიცილოთ?

- სიცხეში კანში მეტი თავისუფალი რადიკალები გროვდება, ამიტომ ვუფრთხილდეთ მზის სხივების ზემოქმედებას. მშრალ კანს აქვს სუსტი ჰიდროლიპიდური ბარიერი. მისი ცხიმოვანი ჯირკვლები აქტიური არ არის. ამიტომ ისეთი საცხი შეარჩიეთ, რომელიც ლიპიდებს შეიცავს, მაგალითად - მცენარეული კოსმეტიკური ზეთები. გამოიყენეთ მაღალი სპფ-ის მქონე დამცავები და შედარებით რბილი გამწმენდი საშუალებები. გაითვალისწინეთ, რომ მშრალ კანს კვირაში ერთხელ ორჯერ დამატენიანებელი ნიღბები სჭირდება. ცხიმიან კანს მეტი გამონაყარი და კომედონები ახასიათებს, რადგან კანი მაღალ ტემპერატურაზე მეტ ცხიმს გამოყოფს. პრევენციისთვის, უმჯობესია დილა-საღამოს გამწმენდი საშუალებების გამოყენება. შეიძლება ეს იყოს ალოე ვერას შემადგენლობით. ასევე ვიხმაროთ დამატენიანებელი დამცავი ფილტრით - 30-60.

- ლამაზი რუჯი ზაფხულის საჩუქარია... როგორ მოვიქცეთ, რომ კანი არ გამოშრეს და კანის დაწვა თავიდან ავიცილოთ?

- ლამაზი რუჯის მისაღებად საჭიროა კანზე ზრუნვა... ერთი თვით ადრე უნდა დავიწყოთ იმ პროდუქტების მიღება, რომლებიც კანს მელანინის გამომუშავებაში ეხმარება. მაგალითად, სტაფილოს და ფორთოხლის წვენი, პომიდორი, ბულგარული... ეს პროდუქტები ბეტა კაროტინს შეიცავს და ანტიოქსიდანტია. ასევე, კანს დამწვრობისგან იცავს. ამასთან, იმისათვის, რომ მკვდარი უჯრედებისგან გათავისუფლდეთ კანისთვის აუცილებელია სკრაბი. დავატენიანოთ და რაც მთავარია, შევინარჩუნოთ ზომიერება და არ დაგავიწყდეთ დამცავი საცხი.

- ზოგადად, რამდენად კარგია კანისთვის ულტრაიისფერი სხივები და როგორ დავიცვათ ზომიერება მისი მიღებისას, რადგან როგორც ვიცით, ზედმეტი მზის სხივები კანს ნაადრევად აბერებს.

- კანი რომ დავიცვათ ნაადრევი დაბერებისგან, ზომიერებაა საჭირო. მზის აბაზანები უნდა მიიღოთ 12 საათამდე და საღამოს 5 საათიდან. დამცავი საშუალებები, მაღალი ფილტრით 30-60 და აუციელებელია, დღეში 2 ლიტრამდე წყლის მიღება.

- ძალიან ბევრს რუჯის შემდეგ და მანამდეც ე.წ. მზის ლაქები აწუხებს, რა არის იმისთვის საჭირო, რომ ზაფხულში კანის თანაბარი ფერი შევინარჩუნოთ?

- პიგმენტური ლაქების საშუალება არის პილინგები. შემოდგომა-ზამთარში აუცილებელია პილინგი. ასევე არსებობს გაზაფხული-ზაფხულის ნანოფრაქციული ფილინგები, რომელიც სასურველია გარუჯვამდე 2 კვირით ადრე გაიკეთოთ. თანაბარი რუჯისთვის აუცილებელია, სახის გაწმენდა და ფილინგები.

- ბოლო დროს ძალიან ტრენდულია ტონალური კრემები, დეკორატიული კოსმეტიკა, რომელიც კანს ერთ თანაბრ ფერში "აჯენს". რამდენად საზიანოა მისი ხშირი მოხმარება კანისთვის და მით უფრო ზაფხულში?

- სწორად შერჩეული ტონალური და ხარისხიანი კრემი კანს არ აზიანებს, მთავარია გაითვალისწინოთ, რომ ცხიმიანი კანის ტონალური კრემი არ უნდა გამოიყენოს მშრალი კანის მქონემ და პირიქით. თუმცა, ტონალური კრემის გამოყენება მაინც ზამთარში სჯობია, ზაფხულში უფრო მიზანშეწონილია თხელი ტექსტურის CC ან BB კრემები. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ტონალური დამცავი ფილტრით უნდა იყოს. კიდევ ერთხელ, სვით ბევრი წყალი. პერიოდულად, გაიწმინდეთ სახე, ფილინგები, ბიორევიტალიზაცია (კანის დატენიანება) და მეზოთერაპიები თქვენი კანის სილამაზეს უზრუნვეყოფს.

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ პოპულარული მოდელების შეძენა უპრეცედენტო ფასადაა შესაძლებელი

"ბევრი ფილტრი იქნება ჩამოსული ტურისტისთვის" - რომელი ქვეყნებიდან მივიღებთ საერთაშორისო მგზავრებს პირველ ეტაპზე

არ არსებობს მტკიცებულება COVID-19-ის საკვებით გავრცელების შესახებ - რჩევები სურსათის უვნებლობის ექსპერტებისგან