ავტორი:

დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინს შეხვდა - "მიხარია შენი ნახვა კიდევ ერთხელ"

დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინს შეხვდა - "მიხარია შენი ნახვა კიდევ ერთხელ"

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას საზღვარზე მდებარე დემილიტარიზებულ ზონაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

"მიხარია შენი ნახვა კიდევ ერთხელ", - მიმართა ტრამპმა კიმ ჩენ ინს.

აშშ-ს პრეზიდენტმა სადემარკაციო ხაზი გადაკვეთა და ჩრდილოეთი კორეის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, რის შემდეგაც უკან, დემილიტარიზებულ ზონაში დაბრუნდა.

"ტრამპი აშშ-ს პირველი პრეზიდენტია, რომელიც გვეწვია. ეს ადასტურებს მის სურვილს, რომ ვიმუშაოთ უკეთეს მომავალზე", - ამის შესახებ კიმ ჩენ ინმა განაცხადა.

ტრამპი დემილიტარიზებულ ზონაში ვერტმფრენით ჩაფრინდა. ეს ტრამპისა და კიმ ჩენ ინის უკვე მესამე შეხვედრაა. პირველი ისტორიული სამიტი 2018 წელს სინგაპურში გაიმართა.

კიმ ჩენ ინი დარწმუნებულია, რომ:  "ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის წყალობით, დედამიწაზე ომი აღარ იქნება"

"კარანტინის დაწესება დამამცირებელი იყო" - ანდრეა ბოჩელი იტალიელებს მოუწოდებს არ დაიცვან დისტანცია და არ ატარონ პირბადე

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გართულებული ვითარება  რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმირ პუტინმა განიხილეს