ავტორი:

კახეთში ავარიისას მძიმედ დაშავებული ქალი და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი საგარეჯოდან თბილისში გადმოიყვანეს

კახეთში ავარიისას მძიმედ დაშავებული ქალი და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი საგარეჯოდან თბილისში გადმოიყვანეს

საგარეჯოს მუნიციპალოტეტში, სოფელ შიბლიანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქალი და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი საგარეჯოდან თბილისში გადმოიყვანეს. მათ პირველადი დახმარება საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გაეწიათ, თუმცა მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ისინი ცოტა ხნის წინ თბილისში, ბოკერიას სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაშავებულები რუსეთის მოქალაქები არიან. შეგახსენებათ, დღეს დილით,სოფელ შიბლიანთან ერთმანეთს „მერსედესის“ მარკის ორი ავტომობილი შეეჯახა. მომხდარის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ორი ადამიანი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლით მიმდინარეობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი