ავტორი:

პრემიერი ივანიშვილისადმი სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ღია წერილს "ფეისბუქზე" ეხმაურება

პრემიერი ივანიშვილისადმი სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ღია წერილს "ფეისბუქზე" ეხმაურება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბიძინა ივანიშვილისადმი სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ღია წერილს გამოეხმაურა. პრემიერმა მზადყოფნა გამოთქვა, შეხვდეს სტუდენტებს და მათთან ითანამშრომლოს.

„მსურს, გამოვეხმაურო სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილს, რომელშიც საუბარია ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნაზე.

მისასალმებელი და ძალიან სასიხარულოა ახალგაზრდების კონსტრუქციული პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ქვეყნის მომავალი თქვენ ხელშია და საარჩევნო ბარიერის გაუქმებით თქვენ, ახალგაზრდებს გეძლევათ პოლიტიკაში შემოსვლისა და ქვეყნის მმართველობით პროცესში ჩართვის მეტი შანსი.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ მთავრობის დაქვემდებარებაში იქმნება ახალგაზრდული პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ახალგაზრდობისთვის საინტერესო ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას.

მოხარული ვიქნები, თქვენთან შეხვედრით და თანამშრომლობის შესაძლებლობით. ჩვენთვის თქვენი პოზიცია ყოველთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - წერს მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები