ავტორი:

1000-მდე ადგილობრივი მოგზაური და საინტერესო ტურები ქვეყნის მასშტაბით - როგორ ერთვება „ნიკორა“ კამპანიაში „გაატარე ზაფხული საქართველოში“

1000-მდე ადგილობრივი მოგზაური და საინტერესო ტურები ქვეყნის მასშტაბით - როგორ ერთვება „ნიკორა“ კამპანიაში „გაატარე ზაფხული საქართველოში“

„გაატარე ზაფხული საქართველოში“ - კამპანიაში, რომელიც საქართველოში ტურისტული სეზონის წარმატებით ჩატარებას ემსახურება, არაერთი ფიზიკური პირი თუ ბიზნესორგანიზაცია ჩაერთო. რუსეთიდან მომავალი დიდი ტურისტული ნაკადის შეჩერების შემდეგ, სეზონი რომ არ ჩავარდეს და ტურისტულად აქტიური რეგიონების ადგილობრივი მოსახლეობა კრიზისულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს, კამპანიაში თითოეული მოგზაურისა თუ ტურისტული ჯგუფის ჩართულობა მნიშვნელოვანია.

ახლახანს კამპანიას სს „ნიკორა ჰოლდინგი“ შეუერთდა, რომელიც 1000-მდე თანამშრომლისთვის ქვეყნის ცნობილ თუ შედარებით უცნობ ადგილებში გასვლით ტურებს მოაწყობს. „ნიკორას“ თანამშრომლებისთვის უცხო ნამდვილად არ არის მსგავსი აქტივობები. თუმცა როგორც სს „ნიკორა ჰოლდინგის“ ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი თამარ ბაკაშვილი განმარტავს, ამჯერად საზაფხულო გასვლებმა სხვა დატვირთვაც შეიძინა.

„მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ვთვლით, რომ კამპანიაში „გაატარე ზაფხული საქართველოში“ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ფიქრი, თუ რა გაგვეკეთებინა აღნიშნული მიმართულებით. გასულ წლებში, თიმბილდინგის მიმამრთულებით ვახორციელებდით საზაფხულო აგარაკის პროექტს, რომელიც მოიაზრებდა, ქალაქგარეთ, კონკრეტულად ერთ ლოკაციაზე თანამშრომლების თავშეყრასა და არაფორმალურ გარემოში სხვადასხვა გასართობ შემეცნებითი ხასიათის აქტივობების განხორციელებას, მაგრამ წელს მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე გეგმა სრულიად შევცვალეთ. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ივლისი/ აგვისტოს პერიოდში, კომპანიის სრული დაფინანსებით, 1000-მდე თანამშრომელი ჩაერთვება პროექტში და სხვადასხვა მიმართულებით არაერთ ტურს განვახორციელებთ. მოვივლით საქართველოს არაერთ კუთხეს და შეძლებისდაგვარად წვლილს შევიტანთ შიდა ტურიზმის მხარდაჭერაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ავიყვანთ ადგილობრივ გიდებს, ვესტუმრებით ადგილობრივ საოჯახო ტიპის კვების ობიექტებს, დავხარჯავთ თანხას ისე, როგორც ამას უცხოელი მოგზაურები აკეთებენ,“ - განმარტავს თამარ ბაკაშვილი.

რა მიმართულებით გეგმავთ ტურებს?

ვგეგმავთ ვესტუმროთ, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს. ტურებს შორის იქნება მარტვილი, კახეთი, ყაზბეგი... მიზნად ვისახავთ, რომ მოვიაროთ შედარებით ნაკლებად ცნობილი ადგილებიც და ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობით ხელი შევუწყოთ მათ პოპულარიზაციას. გადავიღოთ ფოტოები, გავრცელოთ სოციალური ქსელის საშუალებით და ხმა უამრავ ადამიანს მივაწვდინოთ. ვფიქრობთ, ამ პროექტით ჩვენს სათქმელს ნამდვილად ვიტყვით.

სხვა კომპანიების გამოწვევას და მსგავს აქტივობაში ჩართვას ხომ არ გეგმავთ?

დღეს, საზოგადოების ყველა წევრი ყოველგვარი გამოწვევების გარეშე მაქსიმალურად ჩართულია ამ კამპანიაში. სხვაგვარად წარმოუდგენელიცაა. ამას ადასტურებს ის აქტიურობა რაც ბოლო რამდენიმე დღეა ვრცელდება სოციალური ქსელებით. ამიტომ კონკრეტული კომპანიის გამოწვევისთვის არ მიგვიმართავს, მაგრამ გამოხმაურება უკვე გვაქვს. მაგალითად, ბატონი თემურ ჭყონია უერთდება ჩვენს წამოწყებას და ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენს კომპანიას და თანამშრომლებს, სასტუმრო ჯორჯია პალასში სპეციალურ ფასებს გვთავაზობს.

კამპანიაში „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ჩართვა თავად თქვენი კომპანიის საქმიანობის ეფექტურობაზე რა გავლენას იქონიებს? რა მნიშვნელობა აქვს თიმბილდინგს?

თიმბილდინგის აქტივობებს ჩვენ ყოველწლიურად აქტიურად ვატარებთ, ჩვენი დაკვირვებით მსგავსი აქტივობები ნამდვილად ეფექტურია. წლიდან წლამდე თანამშრომლებში მუდმივად მოლოდინია სიახლის და განსაკუთრებული ენთუზიაზმით ელოდებიან ზაფხულის პერიოდს. გუნდის შეჭიდულობაზე ორიენტირებული აქტივობები და არაფორმალურ გარემოში განხორციელებული შეხვედრები გუნდის განვითარებაზე ყოველთვის ძალიან პოზიტიურად მოქმედებს, აძლიერებს თანამშრომელში გუნდურობის შეგრძნებას, რაც შემდგომ უკვე სამუშაო გარემოში პოზიტიურად აისახება.

რაც შეეხება კამპანია „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ჩართვას ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენი თანამშრომლისთვის სასიამოვნო იქნება კიდევ ერთხელ მოინახულოს მის კომპანიასთან და გუნდთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ულამაზესი ადგილები და ამით თავისი მოქალაქეობრივი წვრილი შეიტანოს ქვეყნის შიდა ტურიზმის ხელშეწყობასა და მხარდაჭერაში.

როგორც ვიცით, კამპანიაში რიგითი მოქალაქეების ჩართვასაც აპირებთ. ეს როგორ მოხდება?

სოციალური ქსელის საშუალებით ძალიან მალე გამოვაცხადებთ კონკურსს, რომლის გამარჯვებულებიც შიდა ტურების საგზურებით დაჯილდოვდებიან. კონკურსში მონაწილეობის და გამარჯვების პირობები დაანონსდება უახლოეს მომავალში ნიკორას ფეისბუქ გვერდზე. გვეყოლება რამდენიმე გამარჯვებული და თითოეულ გამარჯვებულს საქართველოს მასშტაბით შიდა ტურის ორკაციანი საგზური გადაეცემა.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი