ავტორი:

კამპანიის - #ქართულიზაფხული ფარგლებში, სასტუმროების კომპლექსი “მგზავრები“ დამსვენებლებს ფასდაკლებას სთავაზობს

კამპანიის - #ქართულიზაფხული ფარგლებში, სასტუმროების კომპლექსი “მგზავრები“ დამსვენებლებს ფასდაკლებას სთავაზობს

სასტუმროების ქსელი "მგზავრები" უერთდება „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ კამპანიას #ქართულიზაფხული და შიდა ტურიზმის განვითარების მიზნით, "მგზავრების" თითოეული სასტუმრო ქართველ დამსვენებლებს სთავაზობს 30%-მდე ფასდაკლებას!

სასტუმროების ქსელი „მგზავრები“ 2007 წელს დაარსდა და მას შემდეგ მრავალი პროექტი აქვს განხორციელებული საქართველოს კურორტებზე. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა, საქართველოს კურორტებზე აპარტამენტებისა და სასტუმროს ნომრების რეალიზაცია და სასტუმრო კომპლექსების მენეჯმენტი.

ქართველი დამსვენებლები ფასდაკლებით ისარგებლებენ შემდეგ სასტუმროებსა და კომპლექსებში:

ტერასა 8 მგზავრებისგან - ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო ბაკურიანში, რომელიც 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს ქართველ დამსვენებლებს. სასტუმრო ბაკურიანში გამოირჩევა სპა ცენტრითა და ულამაზესი ტერასით.

მგზავრები გონიო - კომპლექსი, რომელიც ზღვის პირველ ზოლში მდებარეობს და ერთ სივრცეში აერთიანებს კვების ობიექტებს, სათამაშო მოედანს, ღია აუზს, საბავშვო სივრცეებსა და მოწესრიგებულ სანაპიროს. ქართველი დამსვენებლებისათვის მთელი ზაფხულის განმავლობაში მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება

მგზავრები ბაკურიანი - მგზავრების პირველი კომპლექსი, რომელიც ათ წელზე მეტია წარმატებით ფუნქციონირებს და ვითარდება, კომპლექსში გაერთიანებულია აპარტამენტები, კოტეჯები, კვების ობიექტები და საბავშვო სივრცეები. ქართველი დამსვენებლებისათვის კომპლექსში 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს

როშე მგზავრებისგან - ახალი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო მგზავრებისგან, გონიოში, ზღვის პირველ ზოლში მდებარეობს და ივნისის დასაწყისში უმასპინძლა პირველ სტუმრებს. როშე სპეციალურად ქართველ დამსვენებლებს 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

Best Western Plus Batumi - ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო ბათუმში, გამოირჩევა დიდი ტერასითა და თანამედროვე დიზაინით. ზაფხულის განმავლობაში ქართველი დამსვენებლები სასტუმროში 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ

პანორამა მგზავრებისგან - პანორამა 2018 წლის დეკემბერში გაიხსნა და მას შემდეგ ათასობით სტუმარს უმასპინძლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. დახურული აუზი, სპა ცენტრი, დაცული ტერიტორია და ბაკურიანის ულამაზესი ხედები სტუმრებს საუკეთესო პირობებს უქმნის დასასვენებლად წელიწადის ოთხივე სეზონზე. ამ ეტაპზე, ქართველი დამსვენებლებისათვის კომპლექსში მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება.

#ქართულიზაფხული არის სამოქალაქო სოლიდარობის აქტი. "პალიტრა მედია ჰოლდინგი" იზიარებს საზოგადოებრივ მუხტს და შიდა ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით, იწყებს უპრეცედენტო კამპანიას -#ქართულიზაფხული, რომლის ფარგლებშიც სარეკლამო სივრცეს უსასყიდლოდ დაუთმობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მდებარე სასტუმროებსა თუ საოჯახო სასტუმროებს

ახალი კამპანიის შესახებ, დამატებითი დეტალებით დაინტერესებულები დაგვიკავშირდით: 0322196013

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის