ავტორი:

ანომალური ამინდი მექსიკაში -  ძლიერი სეტყვის შედეგად, 1,5 მ ყინულის საფარი წარმოიქმნა (ფოტოები)

ანომალური ამინდი მექსიკაში -  ძლიერი სეტყვის შედეგად, 1,5 მ ყინულის საფარი წარმოიქმნა (ფოტოები)

მექსიკის დასავლეთ ნაწილში გვადალახარას შტატში რამდენიმე საათიანი უწყვეტი ძლიერი სეტყვის შედეგად 1,5 მეტრის სიმაღლის ყინულის საფარი წარმოიქმნა. ამის შესახებ იფნორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. სტიქიამ განსაკუთრებით შტატის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი გვადალახარი დააზიანა, სადაც 5 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ძლიერი სეტყვის შედეგად 200-მდე საცხოვრებელი სახლი და ათასობით ავტომობილი დაზიანდა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. სამაშველო ჯგუფები ქალაქის ქუჩების გაწმენდას ამ მომენტამდე ცდილობენ. ქალაქის გუბერნატორმა ენრიკე ალფარომ განაცხადა, რომ აქამდე მსგავსი რამ არასოდეს უნახავს და ის სტიქიურ უბედურებას კლიმატის ცვლილებასთან აკავშირებს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე