ავტორი:

სინოპტიკოსები ხვალ თბილისში 30 გრადუსს ელოდებიან - როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში

სინოპტიკოსები ხვალ თბილისში 30 გრადუსს ელოდებიან - როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში

ხვალიდან საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 2 ივლისს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა +27+32 გრადუსი, თბილისში კი +30 გრადუსია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში, ღამით, ქარის სიჩქარე დროგამოშვებით 17-22 მ/წმ იქნება, ხვალიდან კი 10-15 მ/წმ-ს არ გადააჭარბებს.

3 ივლისს, საქართველოში +27+32 გრადუსი ტემპერატურაა მოსალოდნელი, ხოლო 4 ივლისს შესაძლოა, დღისით დასავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი დაფიქსირდეს, აღმოსავლეთში კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი