ავტორი:

მარნეულში დედამ მცირეწლოვანი შვილი სცემა, რა დროსაც ბავშვი წაიქცა და მაკრატელს დაეცა, რომელიც ხელში ეჭირა

მარნეულში დედამ მცირეწლოვანი შვილი სცემა, რა დროსაც ბავშვი წაიქცა და მაკრატელს დაეცა, რომელიც ხელში ეჭირა

მარნეულში სამ წლამდე ასაკის ბავშვი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანს დედამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც ბავშვი წაიქცა და მაკრატლით, რომელიც სავარაუდოდ, ხელში ეჭირა, ჭრილობა მიიღო.

დაშავებულს შემავალი ჭრილობა მკერდის არეში აღენიშნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" მარუნეულის საავადმყოფოში განუცხადეს, ბავშვი თავდაპირველად მათთან შეიყვანეს, თუმცა მოგვიანებით კატასტროფის მედიცინის რენომობილით თბილისში გადაიყვანეს.

თავის მხრივ, სააგენტოს შსს-ში განუცხადეს, რომ ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სისხლის სამართლის საქმე 124-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო