ავტორი:

რა გავლენას ახდენს მომხმარებლის შეფასება ბიზნესზე?

რა გავლენას ახდენს მომხმარებლის შეფასება ბიზნესზე?

კმაყოფილი თუ უკმაყოფილო მომხმარებელი - ეს არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რომელიც ბიზნესის წარმატებას განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლის აზრი კომპანიამ გაითვალისწინოს და შესაბამისი პროდუქტი თუ მომსახურება შესთავაზოს. მომხმარებლის აზრის კვლევას და შეთავაზებული მომსახურების ხარისხის მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ამოწმებს ელექტრონული კომერციის ლიდერი კომპანია HOTSALE. კომპანია მისტიური მომხმარებლების ადგილზე მისვლით ყოველთვიურად 200-მდე კომპანიას ამოწმებს. აღმოჩენილი დარღვევების გამო უკანასკნელ პერიოდში თანამშრომლობა არაერთ კომპანიას შეუწყდა. მათ შორის 10 კომპანია სილამაზისა და ესთეტიკის სფეროდან იყო. მათგან 6-მა კომპანიამ დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა და მათთან თანამშრომლობა აღდგა. რესტორნებიდან კი 8 კომპანიას შეუწყდა თანამშრომლობა სხვადასხვა სახის დარღვევის გამო.

ეს მაჩვენებლები ადასტურებს, თუ რამხელა ძალა აქვს მომხმარებელს და როგორ შეუძლია მას, ბიზნესის წარმატებაზე გავლენა იქონიოს. როგორც HOTSALE–ში განმარტავენ, სწორედ მომხმარებლის გამოხმაურებისა და შეფასების შედეგად მოხდა, რომ გარკვეული კომპანიები დღეს „ჰოთსეილის“ პარტნიორები აღარ არიან.

„ხარისხი ჩვენი უმთავრესი პერიორიტეტია. სწორედ ამიტომ შეიქმნა მონიტორინგის სამსახური, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ამოწმებს ჩვენს პარტნიორ ასობით კომპანიას. დარღვევები საწყის ეტაპზე უფრო ხშირი იყო ხოლმე, ახლა მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია. საერთო მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, არიან კოპანიები, რომლებიც მომხმარებელს „ჰოთსეილის“ საშუალებით შეთავაზებულ პროდუქტსა თუ სერვისს რეალურად ვერ სთავაზობენ. ხარვეზის დაფიქსირების შემდეგ კომპანიას მის გამოსასწორებლად 1 კვირას ვაძლევთ. თუ დარღვევის აღმოფხვრა ვერ მოხდა, მას 200 ლარის ოდენობის ჯარიმას ვაკისრებთ. არგადახდის შემთხვევაში კი თანამშრომლობას ვწყვეტთ. ხარვეზის განმეორებით აღმოჩენის შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარია. მონიტორინგის სამსახურის აქტიური მუშაობის შედეგია ისიც, რომ მომხმარებლები განსაკუთრებულად გვენდობიან და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში სწორედ ჩვენ გვიკავშირდებიან,“ – აცხადებენ „ჰოთსეილში“.

საქართველოში სერვისის დონე ცალსახად გაუმჯობესებას იწყებს. თუმცა ეს საკმარისი არაა და მომხმარებლის მხრიდან კიდევ უფრო აქტიური ჩართულობაა საჭირო, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. სწორედ ამიტომ „ჰოთსეილი“ მომხმარებელს მიმართავს, რომ მცირე დარღვევის ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაშიც კი მათ მიმართონ და ამის შესახებ შეატყობინონ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი