ავტორი:

ირაკლი კობახიძე - გავრილოვი ჭიქით ხელში სურათის გადასაღებად ჩემთან თავად მოვიდა

ირაკლი კობახიძე - გავრილოვი ჭიქით ხელში სურათის გადასაღებად ჩემთან თავად მოვიდა

ეს იყო პროვოკაცია, - ასე უპასუხა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, გრძნობდა თუ არა უხერხულობას, როდესაც 19 ივნისს ცერემონიების სასახლეში სერგეი გავრილოვთან ერთად ღვინის ჭიქით ხელში საერთო ფოტო გადაიღო.

კობახიძის განმარტებით, გავრილოვი თავად მივიდა მასთან სურათის გადასაღებად, რაც ისეთივე პროვოკაციული ნაბიჯი იყო, როგორც მეორე დღეს მისი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჯდომა.

"როდესაც დგახარ ერთ ადგილზე და ამ დროს მოდის კონკრეტული სტუმარი, ბუნებრივია, ვინც არ უნდა იყოს, ვერ გაიქცევი. ესეც სამწუხაროდ, ერთგვარი პროვოკაცია იყო. ისეთივე პროვოკაცია, როგორიც ჩვენ მეორე დღეს ვიხილეთ. ეს შეგნებული იყო თუ არაშეგნებული, შინაარსობრივად, თავისთავად ეს პროვოკაციული ნაბიჯი იყო. ყველამ იცის, რა არის კონტექსტი და ბუნებრივია, სტუმარმაც და მასპინძელმაც უნდა იმოქმედოს ამ კონტექსტის გათვალისწინებით. სამწუხაროდ, ეს კონტექსტი არ ან ვერ გაითვალისწინა ჩვენმა სტუმარმა," - განაცხადა კობახიძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები