ავტორი:

"მარიამი ნანატრი შვილი იყო... მამა-შვილი ერთად ამოიყვანეს წყლიდან ჩახუტებული" - სენაკში მდინარეში დამხრჩვალ მამა-შვილს გლოვობენ

"მარიამი ნანატრი შვილი იყო... მამა-შვილი ერთად ამოიყვანეს წყლიდან ჩახუტებული" - სენაკში მდინარეში დამხრჩვალ მამა-შვილს გლოვობენ

სენაკის საწულეისკიროს თემში ტრაგედია დატრიალდა - მდინარე ცივში მამა-შვილი ხვიჩა და მარიამ გაბესკირიები დაიხრჩვნენ. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი ამ ტრაგედიის შესახებ გვესაუბრა.

- ამ უბედურების შემსწრენი ენითაუწერლად სასოწარკვეთილები ვართ. მთელი სენაკი ტირის, ვინც ამ ბავშვს იცნობს, - პატარა ფერიასავით იყო, სიკეთით და სიყვარულით სავსე. მამა-შვილი სოფელ საგაბესკირიოში ცხოვრობდა. ეს ძალიან პატარა სოფელია. სულ 5 ოჯახი ცხოვრობს. სკოლაც კი არარის, ამიტომ მარიამი სენაკში დადიოდა სკოლაში. არდადეგებისას კი სულ მამის გვერდით იყო, არ სცილდებოდა... ხვიჩაც საოცრად თბილი და მშრომელი ადამიანი იყო. შინამეურნეობას ეწეოდა, შრომობდა და ყველაფერი თავისი გოგონასთვის უნდოდა. მარიამი ერთადერთი, ნანატრი შვილი იყო, ალბათ, იმიტომაც წავიდა იმქვეყნადაც თავის გოგონასთან ერთად ჩახუტებული. იმ საღამოს შვილი მანქანაში ჩაუსვამს და პირუტყვის მოსაძებნად წასულან. პირუტყვისთვის ყოველთვის მანქანით როდი დადიან, მაგრამ ალბათ მარიამი შეეხვეწა მამას, - მეც გამიყოლე, თან მდინარეშიც ვიბაანავებო და მამამ შვილი გზაში რომ არ დაღლოდა და დასიცხვოდა, მანქანაში ჩაისვა და გაიყოლა.

- როგორც ამბობენ, მდინარე ცივი, პატარა მდინარეა, მაგრამ ადიდებისას საშიში ხდება. ამდენად საშიშია?

- იმ ადგილას, სადაც მამა-შვილი დაიხრჩო, საშიში არაფერია და არც არასოდეს არავინ დამხრჩვალა. წყალი სწრაფადაც კი არ მოდის, იშლება და მდორედ მოედინება. მაგრამ რა მოხდა, არავინ იცის, იმ ადგილას, სადაც მამა-შვილი იპოვეს, წყალს 6-მეტრიანი ჭა გაუკეთებია...წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი