ავტორი:

„კა მენეჯმენტ გრუპი’’ უერთდება „ პალიტრა მედია ჰოლდინგის“ კამპანიას #ქართულიზაფხული და დამსვენებელს 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს

„კა მენეჯმენტ გრუპი’’ უერთდება „ პალიტრა მედია ჰოლდინგის“ კამპანიას #ქართულიზაფხული და დამსვენებელს 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს

"კა მენეჯმენტ გრუპი’’, ქვეყნის ტურისტულ ბაზარზე შექმნილი სიტუაციის გასაუმჯობესებლად, უერთდება ბოლო დღეებში გაჩენილ ინიციატივას, „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ კამპანიას #ქართულიზაფხული, დღეიდან, მის მმართველობაში მყოფ სასტუმროებში, საქართველოს ყველა მოქალაქე ისარგებლებს 50%-მდე ფასდაკლებით.

ეს ახალი წამოწყება, ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას, ისე საქართველოში არსებული დასასვენებელი ადგილების პოპულარიზაციას. შიდა ტურიზმის სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით, ჩვენს მიერ შერჩეული სასტუმროები: “წყალტუბო პლაზა”, “კოპალა წყნეთი” და “Terrace 8 by Mgzavrebi” ბაკურიანში სრული დატვირთვით მიიღებენ ყველას, ვისაც სურს დაისვენოს ჩვენს ქვეყანაში არსებულ გამორჩეულ კურორტებზე და ასევე წვლილი შეიტანოს თანამოქალაქეების მიერ წამოწყებულ აქციაში "გაატარე შენი ზაფხული საქართველოში’’.

კომპანიის მმართველის, ირაკლი ჭიღლაძის განცხადებით, ამ აქციას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს შიდა ტურიზმის განვითარებაში, სასტუმროებს კი აქვთ შესაძლებლობა ვაჩვენოთ თითოეულ მოქალაქეს, რომ შეუძლიათ საკუთარ ქვეყანაში, საინტერესეო და კომფორტულ გარემოში გაატარონ დრო.

“ჩვენი კომპანია, ასევე მზად არის უმასპინძლოს სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს და დამატებით შევთავაზოთ თბილისში არსებული სასტუმროები.”

#ქართულიზაფხული არის სამოქალაქო სოლიდარობის აქტი, რომელსაც გვსურს ჩვენთან ერთად შეუერთდნენ ჩვენი მაყურებლები და მკითხველები. თანამოქალაქეებს მოვუწოდებთ #დავაფასოთსაკუთარი და მოვიწყოთ #ქართულიზაფხული.

ახალი კამპანიის შესახებ, დამატებითი დეტალებით დაინტერესებულები დაგვიკავშირდით: 0322196013

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის