ავტორი:

"მგონი, ამათ მართლა რეალური მელია ვგონივარ ძაღლისებრთა ოჯახიდან" - ნიკა მელია

"მგონი, ამათ მართლა რეალური მელია ვგონივარ ძაღლისებრთა ოჯახიდან" - ნიკა მელია

მე მგონი, ამათ მართლა რეალური მელია ვგონივარ ძაღლისებრთა ოჯახიდან, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის ბრალდებულმა წევრმა, ნიკა მელიამ სასამართლოს შენობაში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, დამატებით ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც მის ელექტრონულ მონიტორინგს გულისხმობს, ხვალ, ან დღეს დაუკავშირდებიან.

"სამაჯურზე დამიკავშირდებიან და ან ხელზე იქნება, ან ფეხზე. შეიძლება ხვალიდან, ან დღეს საღამოს. ამათ მე მგონი მართლა რეალური მელია ვგონივარ ძაღლისებრთა ოჯახიდან. ახლა ყველაზე მეტად საინტერესოა "ქართული ოცნების" დეპუტაციის განმარტება. ეს ყველაფერი მაინც არ მიზღუდავს პარლამენტში სიარულს. ისეთივე უფლებამოსილებით ვარ დეპუტატი, როგორც არის დანარჩენი 149 წევრი", - განაცხადა მელიამ.

სააპელაციო სასამართლოს სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ნიკა მელიამ ბიძინა ივანიშვილს მიმართა. მისი თქმით, ადრე თუ გვიან, ბიძინა ივანიშვილი შს მინისტრთან ერთად პასუხს აგებს მართლმსაჯულების წინაშე.

„არ გამოვა, ჩემო ბიძინა, ასე. თქვენ ვეღარ კარნახობთ, თუ როგორი იყოს პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში. თქვენ ხართ, დიახაც, პოლიტიკური დამნაშავე, როგორც მინიმუმ და დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, თქვენ ქართული მიუკერძოებელი მართლმსაჯულების წინაშე პასუხს აგებთ გახარიანად, მაგრამ თქვენს უსამართლო დაკრულზე არავინ ცეკვას არ აპირებს. იმის ნაცვლად, რომ მოძალადეები დასაჯოთ, იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოთ იმასთან დაკავშირებით, რაზეც გაფრთხილებდით მთელი 1 კვირის განმავლობაში - ხაზი მინდა გავუსვა, რომ ერთი კვირის განმავლობაში მთელი ოპოზიციური სპექტრი პრაქტიკულად, ვეხვეწებოდით, რომ გავრილოვი არ შემოუშვათ. ისინი აქეთ ყვიროდნენ და გვიკიჟინებდნენ, რომ თქვენ არ იცით სტუმარმასპინძლობა და ასე შემდეგ. კაცი არის მოსკოვში ჩასული და იქიდან საუბრობს, მეტიც კობახიძის სურვილი იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩავმჯდარიყავიო. ვინ არის დესტაბილიზაციის წყარო, ოპოზიცია, რომელიც აფრთხილებდა ხელისუფლებას, რომ ეს არ გააკეთო და მაინც გააკეთა თუ ხელისუფლება?“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები