ავტორი:

შეკვეთილში მიკროავტობუსი, რომელშიც ჯარისკაცებიც ისხდნენ, ამობრუნდა - არიან დაშავებულები

შეკვეთილში მიკროავტობუსი, რომელშიც ჯარისკაცებიც ისხდნენ, ამობრუნდა - არიან დაშავებულები

შეკვეთილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამხედროები დაშავდნენ. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი, რომელშიც ჯარისკაცებიც ისხდნენ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 12 სამხედრო მოსამსახურეა დაშავებული. ჯარისკაცები სხვადასხვა დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია