ავტორი:

გამოუვა თუ არა სომხეთის ხელისუფლებას "კანონიერი ქურდების" წინააღმდეგ ბრძოლა სააკაშვილის გამოცდილებით - რას ფიქრობს ადგილობრივი ექსპერტი

გამოუვა თუ არა სომხეთის ხელისუფლებას "კანონიერი ქურდების" წინააღმდეგ ბრძოლა სააკაშვილის გამოცდილებით - რას ფიქრობს ადგილობრივი ექსპერტი

ფრთხილად, თანმიმდევრულად, მაგრამ რისკიანი ნაბიჯებით მიმდინარეობს სომხეთში რეფორმები, რაც ე.წ. კანონიერი ქურდების წინააღმდეგ ბრძოლასაც მოიცავს. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები მოხდა, ფაშინიანის ხელისუფლება სომხეთის კრიმინალებისგან გაწმენდას შეუდგა.

გასულ კვირას ქვეყანაში ე.წ. კანონიერი ქურდებისა და დანაშაულებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლის გასამკაცრებლად კანონპროექტი შეიმუშავეს. სომეხი იურისტი, სომხეთის ადვოკატთა პალატის წევრი დავით სანდუხჩიანი ekhokavkaza.com-სთან საუბარში ამბობს, რომ ეს არ იქნება ადვილი პროცესი, რადგან წლების განმავლობაში სომხეთში კრიმინალები თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობდნენ.

რაც შეეხება კორუფციას, რომელიც ასევე წლებია ქვეყანაში გამეფებულია, მასთან ბრძოლასაც გარკვეული სირთულეები ახლავს თან, თუმცა ბოლო ხანებში ცდილობენ ბიზნესი გამჭვირვალე გახადონ.

"ეს ყველაფერი მაინც კრიმინალებთან ბრძოლას უკავშირდება. კორუფციისთვის შექმნილი საინიციატივო კანონები კი ძალიან ჰგავს თავის დროზე საქართველოში შექმნილს, რომელიც იმდროინდელი კრიმინალური სუბკულტურისკენ იყო მიმართული - მაშინ კრიმინალებს სწორედ ამ ფორმით ებრძოდნენ.

არადა, კორუფციის აღმოსაფხვრელად სხვა ინიციატივებიც არსებობს, თუნდაც გამჭვირვალე საგადასახადო სისტემა, რომელიც სახელმწიფო მოხელეებს ბიზნესის გამჭვირვალობას აიძულებს..." - ამბობს სანდუხჩიანი.

როგორც ცნობილია, სომხეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აქტიურად ადარებენ, საქართველოში რამდენიმე წლის წინ განვითარებულ მოვლენებს, როდესაც ქვეყანაში "კანონიერი ქურდების" წინააღმდეგ სისხლის სამართლის სპეციფიკა შეიცვალა და მაქსიმალურად გამკაცრდა.

არსებული ინფორმაციით, სომხეთის კანონმდებლობაში მუხლი, რომელიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირს დასჯადს ხდის, არ არსებობს. სომეხი იურისტები კანონმდებლობაში სწორედ ამ ცვლილებების შეტანას ითხოვენ. მათი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მან კრიმინალთან ბრძოლა სწორედ ასე დაიწყო - სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ჩაემატა მუხლი, რომლის მიხედვითაც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირი 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა.

სანდუხჩიანი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების ჩანაფიქრიც ასეთია, თუმცა როგორც ამბობს, მისთვის ცნობილი არ არის, რამდენად ეფექტურად იმუშავა ამ გეგმამ საქართველოში, რადგან თავად ამ ქვეყანაში მუშაობის გამოცდილება არ აქვს.

"არ ვიცი იგივე მიდგომა ანუ კანონმდებლობის გამკაცრება სომხეთშიც იმუშავებს თუ არა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ კანონმა ეფექტურად უნდა იმუშაოს, რომ შედეგი ჰქონდეს. მე დეტალურად არ ვარ საქართველოს კანონმდებლობაში ჩახედული, თუმცა, მასთან მიახლოებითი მიმსგავსებაც ალბათ შედეგს მოგვცემს. საქმე ეხება სომხეთს, სადაც კრიმინაური სუბკულტურა დიდია, ამას თავის სატირული წინაპირობები აქვს, თუმცა მაინც მგონია, რომ მათთან ბრძოლა საკანონმდებლო დონეზე გაცილებით ეფექტური იქნება" - მიაჩნია იურისტს.

მისივე თქმით, მმართველი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სისტემური კორუფცია, ორგანიზებული დანაშაული და სასამართლო სისტემა, რომლის რეფორმის აუცილებლობაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ ისაუბრა, რასაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა - საბოტაჟი, სასამართლო შენობის ბლოკირება და სხვა სახის წინააღმდეგობები.

"ასე რომ, ახლა, ამ რთული ვითარებიდან გამოსავალი არის სამართალდამცავ ორგანოებში სერიოზული რეფორმა, მათი დაკომპლექტება პროფესიონალი, კვალიფიციური კადრებით, რათა მათ კრიმინალურ სამყაროსთან ან სულაც პოლიტიკურ ძალებთან ღირსეული დაპირისპირება და სამართლიანი ბრძოლა შეძლონ... რამდენიმე ხნის წინ დანიშნული იუსტიციის ახალი მინისტრი, თუნდაც პოლიციის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული პროექტები საკმაოდ ოპტიმიზმს იძლევა," - ამბობს სადუხჩიანი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე