ავტორი:

შსს 20 ივნისის ღამეს პოლიციელების რაოდენობაზე გავრცელებული ინფორმაციას ეხმაურება

შსს 20 ივნისის ღამეს პოლიციელების რაოდენობაზე გავრცელებული ინფორმაციას ეხმაურება

20 ივნისის ღამეს პოლიციელების რაოდენობაზე გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე. აქციის დაშლაში მონაწილეობდა დაახლოებით 5000 პოლიციელი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს.

შსს-ს განმარტებით, დაახლოებით 5000 პოლიციელი ადგილზე მყოფი აქციის მონაწილეების რაოდენობის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის იყო აუცილებელი და დემონსტრანტთა რაოდენობის პროპორციული.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-მა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძეზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აქციის დაშლაში დაახლოებით 15000 პოლიციელი მონაწილეობდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ