ავტორი:

პრინცი სახლში გარდაცვლილი იპოვეს - "წვეულებას მართავდნენ, მოიხმარდნენ ნარკოტიკს, ჰქონდათ სექსი"

პრინცი სახლში გარდაცვლილი იპოვეს - "წვეულებას მართავდნენ, მოიხმარდნენ ნარკოტიკს, ჰქონდათ სექსი"

არაბი პრინცი ლონდონში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს - ბრიტანული მედიის ინფორმაციით, 39 წლის შეიხ ბინ სულთან ალ ქასიმი ორგიას მასპინძლობდა, სადაც ნარკოტიკულ ნივთიერებებსაც მოიხმარდნენ.

გარდაცვლილი ნაითსბრიჯზე მდებარე პენტჰაუსში ორშაბათს დილით იპოვეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ პოლიცია გამოიძახა, გავრცელებული ინფორმაციით, სახლში ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინეს.

„სახლში წვეულებას მართავდნენ, მოიხმარდნენ ნარკოტიკს, ჰქონდათ სექსი... სავარაუდოდ, შეიხი ხალიდი სწორედ ნარკოტიკის გამო მოულოდნელად გარდაიცვალა,“ - ამბობს გამოცემის The Sun წყარო.

ნაითსბრიჯის აპარტამენტები, სადაც გარდაცვლილი პრინცი იპოვეს

შეიხ ხალიდის მამა გაერთიანებულ საემიროებში მდებარე სიდიდით მესამე ქალაქის, ნავთობით მდიდარი შარჯას მმართველია. ოჯახი ფლობს უძრავ ქონებას ბრიტანეთშიც - სასექსში, სადაც შეიხ ხალიდის უფროსი ძმა 1999 წელს ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს. ის 24 წლის იყო.

გამომძიებლები ხალიდის გარდაცვალების მიზეზებზე არ საუბრობენ და მომხდარის გამო არც არავინ დაუკავებიათ.

გარდაცვლილის მამამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

შეიხი ხალიდი მოდის დიზაინერი იყო და ბრენდის Qasimi თანამფლობელი. ის განათლებით არქიტექტორი იყო და შესანიშნავი ფოტოგრაფიც.

„როგორც ბევრი ახალგაზრდა არაბი მამაკაცი, შეიხ ხალიდი ლონდონში თავისუფლებით ტკბებოდა, თუმცა ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა,“ - ამბობს გამოცემის წყარო.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე