ავტორი:

რატომ უნდა ესტუმროთ ბათუმს? - "ევრონიუსმა" უცხოელი მაყურებლისთვის აჭარაზე ვრცელი სიუჟეტი მოამზადა

რატომ უნდა ესტუმროთ ბათუმს? - "ევრონიუსმა" უცხოელი მაყურებლისთვის აჭარაზე ვრცელი სიუჟეტი მოამზადა

ბათუმი, როგორც ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება "ევრონიუსის" ობიექტივში მოხვდა.

გადაცემა „Focus”-მა ბათუმს ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა, სადაც საინტერესოდაა გადმოცემული, თუ რატომაა ბათუმი ტურისტებისთვის მიმზიდველი ტურისტული მიმართულება. რეპორტაჟში ხაზგასმულია ქალაქი და ზოგადად, რეგიონში ტურიზმის სწრაფად განვითარების მიმართულება, ტურისტული პროდუქტები, ტრადიციები და კულტურა.

მსოფლიოში რეიტინგული ტელეარხის გადამღები ჯგუფი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობდა. ბათუმზე მომზადებულ რეპორტაჟს კი "ევრონიუსის" მილიონობით მაყურებელი, 12 ენაზე, ერთი კვირის განმავლობაში გაეცნობა.

"ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის პოპულარიზაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ისეთი საერთაშორისო მედიასაშუალებების მხარდაჭერა, როგორიცაა ევრონიუსი. ახლა განსაკუთრებით გვჭირდება ხმა მივაწვდინოთ ჩვენს პოტენციურ ტურისტებს, რომ საქართველოში დასვენება არის უსაფრთხო, საინტერესო და მრავალფეროვანი. ჩვენ ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს სამიზნე ქვეყნებში სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებით.

Deutsche Welle-ს, BBC -ისა და Euronews-ზე აქტიური სატელევიზიო რეკლამების შემდეგ, წელს პირველად ვიწყებთ რეგიონის პოპულარიზაციას ისეთი რეიტინგული, საერთაშორისო ტელევიზიებით, როგორებიცაა Travel Channel და National Geographic, სადაც აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლები ერთი თვის განმავლობაში იტრიალებს, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს, კერძოდ კი ბათუმის, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციასა და დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებას" - აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე.

გარდა რეპორტაჟებისა, "ევრონიუსის" მაყურებელი 2017 წლიდან დღემდე ეცნობა აჭარის საიმიჯო ვიდეოკლიპებს, რომელიც ყოველწლიურად და მათ შორის წელსაც, ტელეკომპანიის ეთერით გადაიცემოდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი