ავტორი:

"ფეისბუქის" ადმინისტრაცია შექმნილ შეფერხებას "ტვიტერზე" ეხმაურება

"ფეისბუქის" ადმინისტრაცია შექმნილ შეფერხებას "ტვიტერზე" ეხმაურება

"ფეისბუქის" ადმინისტრაცია საიტზე შექმნილ შეფერხებას "ტვიტერზე" ეხმაურება. მათ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პრობლემის სწრაფად მოგვარებაზე მუშაობენ.

"ჩვენთვის ცნობილია, რომ ზოგიერთ მომხარებელს უჭირს სურათების, ვიდეოებისა და სხვა ფაილების ატვირთვა და გაგზავნა ჩვენი აპლიკაციიდან. ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ ამ შეფერხებისთვის და ვმუშაობთ იმისთვის, რომ სწაფად გამოვასწოროთ ეს პრობლემა. #facebookdown" - წერია ინფორმაციაში.

მსოფლიოს მასშტაბით "ფეისბუქი" შეფერხებით მუშაობს. მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მცხოვრები ათასობით ადამიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მათი სოციალური ქსელის გვერდი შეფერხებით მუშაობს.

ისინი აცხადებენ, რომ ვერ ახერხებენ საკუთარი ფოტოების, ალბომებისა და გვერდების ნახვას. ამასთანავე, პირად შეტყობინებაში შეფერხებით იგზავნება სხვადასხვა სახის მასალები თუ ფოტოები. აღსანიშნავია, რომ მომხდართან დაკავშირებით კომპანიის წარმომადგენლებს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"