დოლიძის ქუჩაზე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
მათი ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზეა დაკავებული, გამოძიება კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში აცნობეს, დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია საავადმყოფოში.