ავტორი:

მელანიას კაბის გამო დასცინეს

მელანიას კაბის გამო დასცინეს

მელანია ტრამპი ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „კაროლინა ჰერერას“ თეთრი, ზოლებიანი კაბით გამოჩნდა. Express წერს, რომ მისი ჩაცმულობით ყველა არ მოიხიბლა - „ტვიტერის“ მომხმარებლები მის კაბას ხაზებიან ფურცელს ადარებენ, ნაწილმა კი აღნიშნა, რომ პირველი ლედის კაბა „რუსული სტილის“ იყო.

„ტრამპის მოსმენას არ ვაპირებდი, თუმცა შევნიშნე, რომ მელანიას რუსული სტილის კაბა ეცვა. ლენტები, ცრურწმენის მიხედვით, ბოროტ სულებს ახლოს არ უშვებს“.

„მელანია ფიქრობს, რომ ოლიმპიურ ღონისძიებაზეა?“

თუმცა, აშშ-ს პირველი ლედის გარეგნობა ბევრს მოეწონა, ნაწილმა კი მიიჩნია, რომ ფერადი ზოლები ლგბტ პრაიდისთვის ერთგვარი სოლიდარობის გამოხატვა იყო.

კანარის კუნძულებზე, კორონავირუსის გამო, 1000-სტუმრიანი სასტუმრო კარანტინშია

ვანესა ბრაიანტი გარდაცვლილი პილოტის ოჯახს უჩივის - "არ გამოიჩინა სიფრთხილე და დაარღვია ფრენის წესები“

სტილის გაკვეთილები ივანკა ტრამპს მელანიასგან - როგორ გამოიყურებოდნენ აშშ-ს პირველი ქალები ინდოეთში ვიზიტისას