ავტორი:

20 ივლისს თბილისს Polo & Pan ეწვევა -  რა სიურპრიზები ელის მსმენელს?

20 ივლისს თბილისს Polo & Pan ეწვევა -  რა სიურპრიზები ელის მსმენელს?

Berlin is out, Tbilisi is in: Georgia’s capital is this year’s most exciting city (თბილისმა ბერლინს აჯობა - საქართველოს დედაქალაქი წლის ყველაზე გასაოცარი ქალაქია) გახსოვთ სტატია ავტორიტეტულ გამოცემა Forbes-ში ამ სათაურით?

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რეზონანსული უცხოური გამოცემები ან ბლოგერები მოგზაურებს საქართველოში სტუმრობისკენ არამხოლოდ კლიმატის, ულამაზესი ხედების, საზაფხულო თუ ზამთრის კურორტების, არამედ განვითარებული კლუბური ცხოვრების გამოც მოუწოდებენ.

დიახ, წელსაც Berlin is out, იმიტომ რომ 20 ივლისს თბილისს ცნობილი მუსიკალური პროექტი Polo & Pan ეწევევა და დაუვიწყარ კონცერტს გამართავს.

ღონისძიების ორგანიზატორებმა, ორგანიზაცია „ორგამის“ დამფუძნებლებმა AMBEBI.GE-ს უამბეს, რომ Polo & Pan-ს თბილისში კონცერტის გამართვა ძალიან უნდოდა და ქართველი მსმენელის წინაშე „ლაივითა“ და ორი შემსრულებლის წარსდგება. სახელმწიფო პანტომიმის თეატრის კოსტიუმირებული მიმები კი მუსიკის, მოძრაობისა და პლასტიკის ულამაზეს შერწყმას წარმოადგენენ.

„შეხვედრაზე Polo & Pan შეგვპირდა, რომ ძალიან სანახაობრივ, სასიამოვნო და შთამბეჭდავ წარმოდგენას გამართავს თბილისში. ზოგადად, ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს არამხოლოდ კონცერტი, არამედ შოუც, რაც მსმენელისთვის კიდევ უფრო საინტერესო იქნება.

Polo & Pan ჩვენით დაინტერესებულია, რადგან საქართველო ყველა DJ-სთვის ძალიან პოპულარული მიმართულებაა და ყველას ძალიან უნდა აქ ჩამოსვლა. ჩვენთან ეს კულტურა, რასაც კლუბური ცხოვრება და კონცერტი ჰქვია, ძალიან განვითარებულია. სწორედ ამ სექტორის განვითარებამ წამოწია პლანზე თუნდაც Polo&Pan-ის ჩამოსვლის საკითხი“, - - აღნიშნავს „ორიგამის“ დამფუძნებელი ნიკა ნონიკაშვილი.

კონცერტი ვაგონშშემკეთებელ ქარხანაში ჩატარდება, სადაც ორგანიზატორები ღონისძიების შესაბამის ინსფრასტრუქტურას უკვე აწყობენ.

„ამ ღონისძიებისთვის შევარჩიეთ ვაგონშემკეთებელი ქარხანა. ამ ადგილზე კონცერტის ჩატარება გადავწყვიტეთ იმიტომ, რომ Polo & Pan-ის მიერ მოთხოვნილი ბევრი ტექნიკური მახასიათებელი და ბევრი ლოკაციისთვის დამახასიათებელი აუცილებელი პირობა უნდა დაგვეკმაყოფილებინა.

ეს უნდა ყოფილიყო დიდი ადგილი, ქალაქის ცენტრთან მაქსიმალურად ახლოს, გადახურული, რათა როგორც მათი, ისე პანტომიმის თეატრის მსახიობების შოუსთვის უამინდობას არ შეექმნა პრობლემები. 50 მსახიობი გადახურულ გარემოში უნდა მოხვდეს, რომ გრიმსა და იმ სამოსზე პრობლემები არ შეექმნათ“, - აღნიშნა“ორიგამის“ წარმომადგენელმა და ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი ლაშქარაძემ.

ღონისძიების კიდევ ერთი ორგანიზატორი, სანდრო მინესაშვილის განმარტავს, რომ ოკუპანტი ქვეყნის სანქციებიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკის ხელშემწყობი კამპანიის ფარგლებში (Spend summer in Georgia), Polo & Pan-ის კონცერტი თავის წვლილს აუცლებლად შეიტანს.

„რომ ვნახეთ, ვინც ყიდულობს ბილეთებს, სიაში ძალიან ბევრი უცხოელი აღმოჩნდა. ახლა Spend summer in Georgia-ში დავდეთ ეს ღონისძიება და პირველი 20 ვინც დაწერდა Spend Summer in Georgia, მას ვჩუქნიდით ბილეთებს და ძალიან ბევრი, დაახლოებით, 150-მდე კომენტარი დაიწერა, რომ კონცერტზე მოდიან“,- აღნიშნა მან.

როგორც უკვე აღინიშნა, ღონისძიების ნაწილი იქნება პანტომიმის თეატრის მსახიობების წარმოდგენა, რომლებიც ბოლო პერიოდში, ყველა პერფორმანსს თეატრის მშენებლობის დასაფინანსებლად ასრულებენ. ამ პროცესში თავიანთი წვლილი „ორიგამის“ ორგანიზატორებმაც შეიტანეს.

„დიდი ხანია, ვიცით, რომ „ჩვენ ვაშენებთ თეატრს“- ამ მესიჯის ქვეშ ხორციელდება მათი ყველა აქტივობა, რადგან გარკვეული ფართობი გამოყოფილი და თეატრის მშენებლობა უნდ დაიწყონ. ეს ვიცოდი კარგად. პირველივე შეხვედრაზე გაგვიჩნდა იდეა, პატარა წვლილი შევიტანოთ ახალი თეატრის მშენებლობაში“, - აღნიშნა ნიკა ნონიკაშვილმა.

როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, ეს ყველაფერი არ არის. Polo & Pan-ის კონცერტზე მისულებს ღონისძიებების ორგანიზებასთან დაკავშირებით, სრულყოფილი მასტერკლასი ელოდებათ. სწორედ ამიტომ არ სურდათ „ორიგამის“ წარმომადგენლებს, რომ კონცერტი სტანდარტულად, ღამის 11:00 საათზე დაწყებულიყო. ვაგონშემკეთებელი ქარხნის კარი გაიხსნება 18:00 საათზე, 19:00 საათზე კი მასტერკლასი დაიწყება.

„მასტერკლასს „სერქლის“ წარმომადგენლები ჩაატარებენ. ისინი დამსწრე საზოგადოებას 2-საათიან პრეზენტაციას შესთავაზებენ. ეს იქნება ზოგადი მასტერკლასი, თუ როგორ უნდა აწარმოო ღონისძიების ჩატარების პროცესი, თავისი სპონსორების მოზიდვით, არტისტების შერჩევით, მათი ერთმანეთთან დაკავშირებით, პერფორმანსით, ხმით და ა.შ. ამიტომ კარი იღება 18:00 საათზე და 19:00 საათზე დაიწყება მასტერკლასი, შემდეგ კი Polo & Pan-ის პერფორმანსი“,- განმარტა ნიკა ნონიკაშვილმა.

ბილეთების გაყიდვა უკვე 3 თვეა დაიწყო. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, უკვე 20 000 პირმა კონცერტზე დასწრების სურვილი უკვე გამოთქვა და 20 ივლისს დედქალაქს გრანდიოზული ღონისძიება ელის.

რაც შეეხება კონცერტის ორგანიზატორ ორგანიზაცია - „ორიგამს“, მან პირველი ღონისძიება 3 მაისს გამართა, რომელსაც 1500 ადამიანი დაესწრო. მისი დამფუძნებლები აღნიშნავენ, რომ დიდი დაინტერესების გამო გეგმავენ, წელიწადში 5 გრანდიოზული ღონისძიება გამართონ და თბილისი კიდევ უფრო პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად აქციონ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება