ავტორი:

"საქართველოს ისტორიაში ორი უმნიშვნელოვანესი დღეა: 9 აპრილი და 20 ივნისი" - ლევან ბერძენიშვილი ახალგაზრდებს მიმართავს

"საქართველოს ისტორიაში ორი უმნიშვნელოვანესი დღეა: 9 აპრილი და 20 ივნისი" - ლევან ბერძენიშვილი ახალგაზრდებს მიმართავს

"ეს არ არის ივანიშვილის ქვეყანა, ეს არ არის გახარიას ქვეყანა, ეს არც სამარცხვინო პარლამენტარებისა და უწიგნური მინისტრების ქვეყანაა. ეს თქვენი ქვეყანაა" - ასე მიმართავს პარტია „რესპუბლიკელების“ დამფუძნებელი, ყოფილი დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი ახალგაზრდებს.

ბერძენიშვილი საკუთარ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ 20 ივნისს კიდევ ერთხელ გაირკვა, თუ რისთვის დაიბადა ქვეყანა. მისივე თქმით, რაც რუსთაველის გამზირზე მოხდა, მთავრობას არავინ აპატიებს.

„ჩემო საყვარელო, ძვირფასო ახალგაზრდებო, მოგმართავთ მე, კაცი, რომელსაც თქვენ ძალიან უყვარხართ.

თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ორი უმნიშვნელოვანესი დღეა, ერთი უპირველეს ყოვლისა, არის 9 აპრილი, როცა ეს ქვეყანა დაიბადა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, როცა ქვეყანამ მსოფლიო რუკაზე თავისი ფერი შეიძინა. ახლა არის მეორე უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს ისტორიაში - 20 ივნისი, როცა გაირკვა რისთვის დაიბადა ეს ქვეყანა. ის დაიბადა იმისთვის, რომ მასში თქვენ, თავისუფალი ადამიანები ცხოვრობდნენ, რომელთაც უყვართ იგი, რომლებიც დაიცავენ მის ღირსებას.

საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა არცერთი დღე, არც ერთი წამი, როცა მისი შვილები არ იბრძოდნენ მისი თავისუფლებისთვის.

მე-20 საუკუნეში, როცა 3 წლით მოვიპოვეთ და უზარმაზარი დროით დავკარგეთ დამოუკიდებლობა, საშინელ ქვეყანაში, საბჭოთა კავშირში იყო ჩვენი წინაპრებისა და ჩვენი მორიგეობის ხანა. ჩვენ, ჩვენი მორიგეობა მოვიხადეთ, როგორც მორიგეობა და თქვენ ჩაგაბარეთ ეს ქვეყანა, მაგრამ ჩვენ არსად არ მივდივართ, ჩვენ თქვენთან ერთად ვიბრძვით. როცა ერთად ბრძოლაში ვართ, კარგად გვესმის, რომ ახლა უპირველეს ყოფლისა, თქვენი დროა, თქვენ ყოველდღე მოდიხართ აქ, როგორც სამსახურში, თქვენი ქვეყნის სამსახურში.

თქვენ ხართ თავისუფალი თაობა, დაბადებული თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც ბოროტებას ეუბნება - არას, მონობას ეუბნება - არას! ეს არ არის ივანიშვილის ქვეყანა, ეს არ არის გახარიას ქვეყანა, ეს არც სამარცხვინო პარლამენტარებისა და უწიგნური მინისტრების ქვეყანაა. ეს თქვენი ქვეყანაა, ეს ჩვენი ქვეყანაა, ეს რუსთაველის ქვეყანაა, ეს ბარათაშვილის ქვეყანაა.

ჩვენ თავისუფლებას ვერავინ ვერ დაგვითრგუნავს, ვერავითარი მეფე, ვერავითარი ბიძინა ივანიშვილი, ვერავითარი გახარია, ვერავითარი საქართველოს უდღეური მთავრობა, რომლის პრემიერ-მინისტრის ხსენებაც არავის უნდა. საქართველს არ ეკადრება ასეთი ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ქვეყნის ღირსების დასაცავად გამოსულ ახალგაზრდებს არბევს, ტყვიებს უშენს და თვალებს თხრის.

ჩვენ არ ვაპატიებთ ხელისუფლებას ამ დანაშაულს და სანამ სული გვიდგას, ჩვენ არ დავნებდებით, თქვენ არ დანებდებით და ბოროტებას ერთად ვეტყვით - „წადი, წადი, წადი!“ - აცხადებს ახალგაზრდებისთვის მიმართვაში ლევან ბერძენიშვილი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ