ავტორი:

აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მიდიან

აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მიდიან

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრისკენ მსვლელობას მართავენ. ორგანიზატორების განცხადებით, „თავისუფლების მარშის“ მონაწილეები ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ შეახსენებენ ერთადერთ მოთხოვნას - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია.

მსვლელობას „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეურთდნენ. მსვლელობის გამო, ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდულია თავისუფლების მოედანზე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, აქციის ორგანიზატორთა ინფორმაციით, „თავისუფლების მარში“ ყოველი კვირის ბოლოს გაიმართება, ხვალ კი, პარლამენტის შენობის წინ განთავსებული სცენა, მწერლებსა და პოეტებს დაეთმობა.

LIVE: საპროტესტო აქცია პარლამენტთან - "საღამოს ნიუსრუმის" სპეციალური გამოშვება

"შარშან, ხელისუფლების მიერ დაშვებულ სამწუხარო შეცდომას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა" - "ქართული ოცნების" განცხადება 20 ივნისის მოვლენებზე

LIVE: "360 გრადუსი" - ალეკო ელისაშვილი, რომან გოცირიძე, თორნიკე შარაშენიძე, დიმიტრი ხუნდაძე