ავტორი:

პატარა პრინცის ნათლობის ფოტოები გავრცელდა - მეგანი და ქეითი, როგორც ყოველთვის, ბრწყინავენ

პატარა პრინცის ნათლობის ფოტოები გავრცელდა - მეგანი და ქეითი, როგორც ყოველთვის, ბრწყინავენ

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა შვილის, არჩი ჰარისონის ნათლობის ფოტოები გაავრცელეს. ნათლობის ცერემონიალი ლონდონში დღეს შედგა და მედიას სტუმრების გადაღების საშუალებაც კი არ მიეცა.

ჰარისა და მეგანის „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე ორი სურათი განთავსდა. ერთი მათგანი უინძორის სასახლეში მწვანე ოთახშია გადაღებული - ფოტოზე სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას გარდა მეგანის დედა, პრინცი უილიამი, ქეით მიდლტონი, კამილა პარკერიც ჩანან. პატარა არჩი კი ხელში დედას უჭირავს.

მეგანი „დიორის“ თეთრ კაბაში არაჩვეულებრივად გამოიყურება. არანაკლებ მომხიბვლელია ქეითიც, რომელსაც „სტელა მაკარტნის“ ვარდისფერი კაბა აცვია.

მეორე სურათი კი შავ-თეთრია და მასზე არჩი მშობლებთან ერთად არის გადაღებული.

ნიშნობაზე არჩის, სამეფო ტრადიციის თანახმად, ეცვა ნათლობის კაბა, რომლითაც მანამდე მის ბიძაშვილებს - პრინც ჯორჯს, პრინცესა შარლოტასა და პრინც ლუისაც ჩააცვეს.

ნათლობას სულ 25-მდე ადამიანი ესწრებოდა, ცერემონიალი უინძორის სასახლეში მდებარე პატარა ტაძარში შედგა.

ვინ არიან პატარა პრინცის ნათლიები, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე