ავტორი:

ავარია რუისთან - გარდაცვლილია ქალბატონი და ორი არასრულწლოვანი, დაშავებულია 5 ადამიანი

ავარია რუისთან - გარდაცვლილია ქალბატონი და ორი არასრულწლოვანი, დაშავებულია 5 ადამიანი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის რუისის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი მძიმედ დაშავდა. მერსედესის მარკის ავტომობილი, რომელშიც 8 ადამიანი იჯდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა. გარდაცვლილები არიან შუა ხნის ქალბატონი და ორი არასრულწლოვანი. ისინი სომხეთის მოქალაქეები არიან. დაშავებულები კი სასწრაფო-დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მთავარი ფოტო: კობა ნაროუშვილის "ფეისბუქიდან"

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო