ავტორი:

არჩილ თალაკვაძე განცხადებას ავრცელებს

არჩილ თალაკვაძე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე განცხადებას ავრცელებს.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მმართველმა გუნდმა, დავარეგისტრირეთ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული საარჩევნო სისტემით, ე.წ. ბუნებრივი (ნულოვანი) ბარიერის პირობებში. ასევე, დაწყებულია სამუშაო პროცესი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე.

ვინაიდან, ჩვენი სურვილია საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა იყოს რაც შეიძლება ფართო შეთანხმების საგანი და ყველა ოპოზიციურ პარტიას მიეცეს არჩევნებში თანაბარ პირობებში მონაწილეობის შესაძლებლობა - ვთავაზობთ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც წერილობით მოგვმართეს - ჩაერთონ სამუშაო პროცესში, მათ შორის მონაწილეობა მიიღონ 8 ივლისის შეხვედრაში, რომელსაც გაფართოებული შემადგენლობით ჩავატარებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები