ავტორი:

საქართველოში მყოფი 54 ათასი რუსი ტურისტიდან 8 ივლისამდე ბილეთები 4,5 ათასმა რუსეთის მოქალაქემ არ გადაცვალა

საქართველოში მყოფი 54 ათასი რუსი ტურისტიდან 8 ივლისამდე ბილეთები 4,5 ათასმა რუსეთის მოქალაქემ არ გადაცვალა

საქართველოში მყოფი 54 ათასი რუსი ტურისტიდან 8 ივლისამდე ბილეთები 4,5 ათასმა რუსეთის მოქალაქემ არ გადაცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა ევგენი დიტრიხმა განუცხადა.

„სავარაუდოდ, ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ქვეყნის დატოვება სხვა სახეობის ტრანსპორტით გადაწყვიტეს. ყოველი შემთხვევისთვის, 8 ივლისისთვის და კვირის განმავლობაში, ვამზადებთ დამატებით საშუალებებს, რათა გავიყვანოთ ისინი, ვინც რუსეთში დაბრუნებას გადაწყვეტს ამ პერიოდში“, - განაცხადა დიტრიხმა.

მისივე თქმით, რუსეთის ამ მოქალაქეების საქართველოდან გაყვანა საქართველოს აეროპორტიდან კი არა, მეზობელი ქვეყნების ავიაკვანძების საშუალებებით იგეგმება.

საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლის აკრძალვის გამო, რუსული ავიაკომპანიები, დაახლოებით, 3 მილიარდი რუბლით იზარალებენ. ამის შესახებ რუსულ მედიას რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა ევგენი დიტრიხმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ რიცხვში შედის როგორც პირდაპირი ზარალი, ასევე დაკარგული მოგებაც. დიტრიხის თქმით, კვირის ბოლოს ციფრები დაზუსტდება.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 21 ივნისის განკარგულებით, საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლა იკრძალება.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ