ავტორი:

ხუხაშვილი ხელისუფლებას : თუ მართლა გეშინიათ, გრცხვენოდეთ, თუ ვერ ხვდებით -  ჩვენი სირცხვილი ხართ

ხუხაშვილი ხელისუფლებას : თუ მართლა გეშინიათ, გრცხვენოდეთ, თუ ვერ ხვდებით -  ჩვენი სირცხვილი ხართ

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ გიორგი გაბუნიას გადაცემის შემდეგ "პანიკური განცხადებები" გააკეთა, პოლიტოლოგი ამის შესახებ "ფეისბუქზე" წერს.

"ყველა შევთანხმდით, რომ გაბუნიას საქციელი არ ჯდება არა თუ პროფესიული, არამედ პიროვნული ეთიკის და ღირსების ჩარჩოებში.

მაგრამ, ბევრად უფრო შემაშფოთებელი სურათი აჩვენა რიგში ჩამდგარი ხელისუფლების წარმომადგენლების პანიკურმა განცხადებებმა, რომ ვინმე გაბუნიას განცხადებებმა ლამის ომის ზღვარზე დააყენა ქვეყანა.

1. დამშვიდდით ბატონებო, არ არსებობს ბუნებაში ომი, რომელიც ჟურნალისტის გინებას შეიძლება მოყვეს.

2. ომის რეალური მიზეზი შეიძლება გახდეს მხოლოდ განვითარების გაცხადებული ვექტორი და არაფერი სხვა.

3. ნუ გექნებათ იმედი, რომ “ბაბაიას” დაძახებით დათვს ისევ მიაძინებთ, რადგან ის თქვენი შიშით იკვებება და ეს საკვები გუშინ მიეცით. ხვალ უფრო მეტს მოითხოვს.

4. კარგი იქნება, თუ გააცნობიერებთ, რომ თქვენი ბოლოდროინდელი ქმედებები და განცხადებები კაპიტულანტურს ძალიან მიუახლოვდა, რაც მთლიანად ჯდება რუსეთის გეგმებში საქართველოსთან მიმართებაში.

5. გაბუნიას საქციელის საბაბით შიდა პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობაც მთლიანად ჯდება რუსეთის გეგმებში. გადახედეთ რუსული პროპაგანდის გამოხმაურებებს და იქნებ მიხვდეთ, საით მიაქანებთ ქვეყანას.

თუ მართლა გეშინიათ, გცხვენოდეთ. თუ თამაშობთ, გცხვენოდეთ. თუ ვერ ხვდებით, ჩვენი სირცხვილი ხართ," - წერს ხუხაშვილი.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა.

გაბუნიამ კვირის 9-საათიანი გამოშვება რუსული მისალმებით დაიწყო და პირდაპირ ვლადიმერ პუტინს მიმართა:

„მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, თქვენ უყურებთ საქართველოს მთავარ ტელეარხს. მინდა პირველ რიგში უდიდესი მოკითხვა გადავცე ჩვენს დიდ მეგობარს ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინს.

ვოვაჩკა, შენ ხარ ორღობის მეძავი... ჩვენს მშვენიერ დედამიწაზე შენნაირი უღმერთო არსების და მახინჯის ადგილი არ არის. წადი შენი.... შენს მონებთან ერთად. შენი დედაც... უი, დედაშენი მკვდარია, რა სამწუხაროა. დაე, დაიწვას ჯოჯოხეთში შენთან და მამაშენთან ერთად...“, - ეს არის ნაწილი იმ უხამსი მიმართვისა, რომლითაც გაბუნიამ პირდაპირი ეთერით, ათასობით მაყურებლის წინაშე მიმართა პუტინს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები