ავტორი:

რას სთავაზობს ტურისტებს მაღაზია „ჯორჯიანი“ ზაფხულში?

რას სთავაზობს ტურისტებს მაღაზია „ჯორჯიანი“ ზაფხულში?

„ბიბლუსის“ ტურისტული მაღაზია ჯორჯიანი დიდი პოპულარობით სარგებლობს არამხოლოდ ტურისტებში, არამედ ყველა იმ ადამიანში, ვისაც ქართული პროდუქტის შეძენა სურს.

„ჯორჯიანი“ ზაფხულში განსაკუთრებულ სიახლეებს სთავაზობს ქართული პროდუქტებით დაინტერესებულ სტუმრებს, მათ შორის, ღვინის ნაყინს, აქსესუარების ახალ ბრენდებს, სუვენირების განახლებულ ასორტიმენტს. ამ და სხვა სიახლეებზე მაღაზია "ჯორჯიანის" წარმომადგენელს, სალომე სამხარაულს ვესაუბრეთ.

რა სიახლეებს სთავაზობს „ჯორჯიანი“ მომხმარებელს?

მოგეხსენებათ, ზაფხულში ყველანი სიცხეს ვებრძვით და განტვირთვისთვის ათასგვარ საშუალებას მივმართავთ. სწორედ ამიტომ „ჯორჯიანში“ დიდი სიახლე გვაქვს – მომხარებელს ვთავაზობთ ნატურალური ღვინის ნაყინს ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე. ეს არის საფერავისა და ხვანჭკარის არომატის ნაყინი, რომელსაც, სურვილის შემთხვევაში, ჩურჩხელაც შეგიძლიათ დაუმატოთ. სულ ერთი კვირაა, რაც ჩვენს მაღაზიაში ღვინის ნაყინი წარვადგინეთ და მომხმარებელში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ამ ეტაპზე რამდენი სახეობის ღვინო გაქვთ წარმოდგენილი?

დღეისათვის „ჯორჯიანში“ 700–მდე დასახელების ღვინოა წარმოდგენილი, როგორც დიდ, ასევე მცირე, საოჯახო მარნებში წარმოებული. აღსანიშნავია, რომ მცირე მარნის მფლობელებს ვაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, რომ თავიანთი მარნების ღვინო სრულიად უსასყიდლოდ წარმოადგინონ ჩვენს მაღაზიაში და ამგვარად შესთავაზონ უცხოეულ და ადგილობრივ სტუმრებს თავიანთი პროდუქცია. „ჯორჯიანში“ ყოველთვიურად ვამატებთ ახალ ღვინოებს, რომ მომხმარებელს მაქსიმალურად მრავალფეროვანი ასორტიმენტი შევთავაზოთ.

აქსესუარებისა და სუვენირების განახლებულ კოლექციაზე რას გვეტყვით?

ამ სეზონზე სუვენიერებისა და სამკაულების მწარმოებელი ახალი კომპანიები დაგვემატა. მაგალითად, „ლეგენდა“, რომელიც არქეულოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთების ასლებს ამზადებს, რომლებიც განსაკუთრებით საინტერესო იქნება ტურისტებისთვის. ასევე დაგვემატა „კოსმოს“ ხელნაკეთი ჩანთები, ნატურალური ტყავისა და ხის მასალით დამზადებული, საყურეები, სამაჯურები და ა.შ.

ასევე, სულ მალე გვექნება მინანქრისგან დამზადებული აქსესუარები – სამაჯურები და ყელსაბამები – რომლებზეც ჩვენი ანბანის ასოები იქნება გამოსახული.

შეგახსენებთ, ტურისტული მაღაზია „ჯორჯიანი“ აღმაშენებლის #55–ში მდებარეობს. „ჯორჯიანის“ ერთ–ერთი მთავარი მიზანი იმ ქართველი მეწარმეების წახალისებაა, რომლებიც ქართულ პროდუქციას აწარმოებენ, შესაბამისად, მაღაზიაში მხოლოდ ქართული წარმოების პროდუქციაა წარმოდგენილი.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს