ავტორი:

"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები შსს-სთან მსვლელობას მართავენ

"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები შსს-სთან მსვლელობას მართავენ

"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იმყოფებიან. ორგანიზატორების განმარტებით, ისინი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში დარჩებიან სამინისტროსთან, რათა თითოეულმა მათგანმა საკუთარი სათქმელი თქვას.

"ნახევარი ან ერთი საათის განმავლობაში ვიქნებით აქ იმისთვის, რომ ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ, ვიხმაუროთ, გავაპროტესტოთ. შემდეგ კი რამდენი ხანიც იქნება საჭირო, ჩვენ მივმართავთ შესაბამის ღონისძიებებს, რომ ხელისუფლებას ვუბიძგოთ წავიდეს სწორ გზაზე", - აცხადებს ერთ-ერთი ორგანიზატორი.

მათ აქვთ ბანერები: "არა ჰომოფობიას", "სახელმწიფო სად ხარ".

ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

"შეებრძოლეთ ყველანაირ დისკრიმინაციასა და ცრურწმენებს" - საელჩოები "პრაიდთან" დაკავშირებით საქართველოს მთავრობას განცხადებით მიმართავენ

"მზარდი ტენდენცია აშკარად შეინიშნება..." - მაია ბუწაშვილი "მეოთხე ტალღისა" და ეპიდვითარების შესახებ

„უნივერსიადა 2021“-ის ოფიციალური დაჯილდოების ღონისძიებას გამარჯვებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უმასპინძლებს