ავტორი:

როგორ ვებრძოლოთ უძილობას კლიმაქსის დროს

როგორ ვებრძოლოთ უძილობას კლიმაქსის დროს

სტატისტიკური მონაცემებით დღეს მსოფლიოში ქალთა პოპულაციის 10 % - ს შეადგენენ პოსტმენოპაუზალური ასაკის ქალები, მათ რიცხვს ყოველწლიურად ემატება 25 მილიონი ქალი. კლიმაქსის შესახებ ობიექტური ინფორმაცია აქვთ ამ კატეგორიის ქალების მხოლოდ 12.3% -ს.

როგორც მედიცინის დოქტორი, ნევროლოგი იოსებ ბურდულაძე განმარტავს, კლიმაქსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ქალის ორგანიზმში ესტროგენების დონის დაქვეითებით არის განპირობებული.

„სწორედ ჰორმონ ესტროგენების ნაკლებობა იწვევს ან აძლიერებს უძილობას, ირღვევა ძილის ნორმალური რიტმი. აღსანიშნავია, რომ ღამღამობით ალები და მომატებული ოფლიანობაც არღვევს ძილის ფიზიოლოგიურ მიმდინარეობას. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე, შრომისუნარზე, სასიცოცხლო ტონუსსა და განწყობაზე. სედაციური და საძილე საშუალებები კარგად მოქმედებს, მაგრამ დროებითია, ვინაიდან უძილობის მთავარ მიზეზს - ორგანიზმში ესტროგენების ნაკლებობას - ვერ აღმოფხვრის, ამიტომ ძილის დარღვევის შემთხვევაში, ნაცვლად ამა თუ იმ მედიკამენტით თვითმკურნალობისა, უმჯობესია, ქალმა მიმართოს ექიმს და მის მიერ რეკომენდებული ესტროგენშემცველი პრეპარატები მიიღოს - ამ შემთხვევაში სედაციური საშუალებების გამოყენება აღარ დასჭირდება,“ - განმარტავს ბურდულაძე.

როგორც ნევროლოგი განმარტავს, მკურნალობის ოქროს სტანდარტია ნატურალური ესტროგენებით ჩანაცვლებითი თერაპია, კერძოდ, გერმანული პრეპარატი „კლიმაქტოპლანი“. მედიკამენტის შემადგენლობაში შედის 4 კომპონენტი. ისინი სხვადასხვა მოქმედების მექანიზმით იწვევენ კლიმაქტერული ჩივილების კუპირებას, მნიშვნელოვნად მცირდება ან მთლიანად ქრება ალები, ოფლიანობა, თავის ტკივილი, გულის აჩქარება. პრეპარატი მნიშვნელოვნად ამცირებს ან ხსნის დეპრესიას, გაღიზიანებას, უხასიათობას, ემოციურ ლაბილობას. აღადგენს შრომის უნარიანობას, კარგ გუნება-განწყობას, აწესრიგებს ძილს და აღმოფხვრის უძილობით გამოწვეულ დაღლილობის და უგუნებობის შეგრძნებას.

„კლიმაქტოპლანი“ ფარმაცევტულ ბაზარზეა 1938 წლიდან და მისი ეფექტურობა დადასტურებულია უამრავი კვლევით. ერთ-ერთი საერთაშორისო კვლევის შედეგებით კლიმაქტოპლანით 12 კვირიანმა თერაპიამ კლიმაქტერული სინდრომის 25 სიმპტომის რეგრესია გამოწვია, მათ შორის ქალების 80%-ს მოუწესრიგდა ძილი, დეპრესია და აგზნებადობა მოეხსნა ქალების 79%-ს, მეხსიერება გაუმჯობესდა 72%-ში, თავის ტკივილი მოეხსნა 82 %-ს, ოფლიანობა - კვლევაში კლიმაქტერული სინდრომის მქონე ქალების 87%-ს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს