ავტორი:

10 რამ, რაც ქალს უყვარდება მამაკაცში

10 რამ, რაც ქალს უყვარდება მამაკაცში

ამბობენ, რომ ქალი ბოლოს იმას რჩება, ვისაც ყველაზე მეტად უყვარსო, თუმცა ის ფაქტი, რომ ამ გამოთქმაში სიტყვა "ბოლოს" ფიგურირებს, უყურადღებოდ დასატოვებელი არ არის. ბევრი მამაკაცი, მათ შორის ბევრი ყურებამდე შეყვარებული მამაკაციც კი ხშირად ვერაფრით პოულობს გზას ქალის გულისკენ, მერე კი გულგატეხილი ყველას არწმუნებს - "სადაც დოლარებს მოუფენ, იქ აწერია open-ო".

ის, რომ ქალები ყველაზე მეტად ფულით იხიბლებიან, მითია. ამქვეყნად ყველაზე ზედაპირული და პრაგმატული ქალიც კი იმაზე მეტს ეძებს კაცში, ვიდრე მისი ფინანსური შესაძლებლობებია და თუ თქვენ ფულით ცდილობთ მასზე შთაბეჭდილების მოხდენას (და ამას მაშინვე ხვდებიან, შესანიშნავი ინტუიციის წყალობით), ჩათვლის, რომ მეტი არაფერია თქვენში საინტერესო და თუ თქვენთან გაჩერდება, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი დაფინანსებით უფრო უკეთესად გაიპრანჭოს თქვენზე ცოტა უფრო საინტერესო მამაკაცისთვის.

ზუსტად ასევე არ აინტერესებს მათ თქვენი გარეგნობაც. სულაც არ არის საჭირო კატალოგიდან გადმოსულ მოდელს ჰგავდეთ, მას რომ თავბრუ დაახვიოთ. თუკი დაკუნთული სხეულისა და ვნებიანი მზერის მეტი არაფერი გაქვთ თავის მოსაწონებლად, ისინი თქვენთან ერთად "სელფს" გადაიღებენ და სოციალურ ქსელში ატვირთავენ, სხვა თქვენზე უფრო საინტერესო მამაკაცების საეჭვიანოდ.

მაშინ რას აქცევენ ისინი ყურადღებას?

  • პირველ ყოვლისა, თავდაჯერებულობას. მათ თავდაჯერებული მამაკაცები მოსწონთ, ისინი, ვინც იცის, რა უნდა. იყავით ორიენტირებულები საკუთარ თავზე. ეცადეთ საკუთარი თავის რწმენა აიმაღლოთ, მოძებნეთ ჰობი, დაკავდით რამე საინტერესო საქმიანობით, წაიკითხეთ, განვითარდით, ისწავლეთ. თუნდაც ახალი ენა და არავითარ შემთხვევაში არ ეცადოთ მიბაძოთ ვინმე სხვას. დაივიწყეთ კერპები, ტონი მონტანები თუ სხვა განგსტერები. თქვენ ხართ თქვენ და ეს ძალიან მაგარია! შთაბეჭდილების მოსახდენად სხვის მანქანებსა და "ბაითებში" გადაღებული ფოტოებით ყალბი იმიჯის შექმნას, რომელსაც თქვენს პიროვნებასთან საერთო არაფერი აქვთ, არ გირჩევთ. ქალები ძალიან მალე ხვდებიან სიყალბეს და თუ შეხვედრაზე დაგთანხმდებათ, მხოლოდ ისეთები, ვინც თქვენს გამოყენებას აპირებს.
  • ძალიან მომხიბლავი თვისებაა მიზანდასახულობაც. ეს თქვენს ქარიზმას ზრდის. გქონდეთ თქვენი ოცნებები და მისდიეთ მათ. დაგეგმეთ, რას აპირებთ და გახდით ადამიანი, რომელიც ცდილობს უკეთესობისკენ შეცვალოს პირველ რიგში საკუთარი და მერე გარშემომყოფების ცხოვრება. დაიწყეთ საკუთარი მომავლის შექმნა და ქალები თავად დაიწყებენ ამ მომავალში მოხვედრაზე ზრუნვას. წაიკითხეთ სრულად

სკანდალი მინსკი-თბილისის ავიარეისზე - ქართველი მგზავრები ნასვამ თანამემამულეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

რონალდუს ეფექტი? - პორტუგალიელი ვარსკვლავის ქმედების შემდეგ, კოკა-კოლას აქციების ფასი დაეცა და კომპანიამ მილიარდობით დოლარი იზარალა

რონალდუ მაგიდასთან კოკა-კოლას დანახვამ გაანაწყენა და ის წყლით ჩაანაცვლა - პორტუგალიელი ფეხბურთელის ქმედება ინტერნეტჰიტად იქცა