ავტორი:

პარლამენტთან გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია განახლდა

პარლამენტთან გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ანტისაოკუპაციო აქცია განახლდა.აქციის მონაწილე ახალგაზრდები უკვე მე-20 დღეა შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, დღეს საპროტესტო აქციაზე სიტყვით სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები გამოვლენ.

"გუშინდელი რთული დღის შემდეგ ვფიქრობთ, რომ გავიმარჯვეთ იმ თვალსაზრისით, რომ მოვახერხეთ მშვიდობიანი კალაპოტიდან არ გადავსულიყავით. ვრცელდება ინფორმაციები, თითქოს პროვოკაციებს ვუწყობდით აქ მდგომ აქციის მონაწილეებს - ეს არის ტყუილი. ჩვენ ვიყავით ალყაშემორტყმული, ყველანაირი საშუალება მივეცით, რომ შევერთებულიყავით და ერთად გაგვეპროტესტებინა რუსეთის ოკუპაცია, მაგრამ ამაზე არ დაგვთანხმდნენ.

დღეს აქ გამოვლენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რადგან ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კვალიფიკაცია მიეცეს ყველაფერს, რაც გუშინ მოხდა და ეს პროფესიონალმა ადამიანებმა გააკეთონ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გეგა სალუქვაძემ.

ცნობისთვის, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ გუშინ მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ. რუსთაველის გამზირზე გუშინ ღამით პარალელურად “თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ მიმართული აქციაც მიმდინარეობდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ