ავტორი:

მიხეილ სააკაშვილმა ასაკოვან ქალს ხელი მოსტეხა - უკრაინული მედია

მიხეილ სააკაშვილმა ასაკოვან ქალს ხელი მოსტეხა - უკრაინული მედია

მიხეილ სააკაშვილმა ოდესაში პენსიონერ ქალს ხელი მოსტეხა, ამის შესახებ უკრაინული პორტალი Odessit.ua წერს.

სააკაშვილი მომხრეებთან ერთად სასამართლოში მივიდა, სადაც „კრაიანის საქმე“ მიმდინარეობდა - ყოფილი გუბერნატორი აპროტესტებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, ქალაქის მერს, გენადი ტრუხანოვს ბრალდებები მოეხსნას. ტრუხანოვს ყოფილი ქარხნის, „კრაიანის“ უკანონოდ შეძენა ედება ბრალად.

VIDEO: სააკაშვილმა მომხრეებთან ერთად სასამართლოს პიკეტირება სცადა

სააკაშვილმა მომხრეებთან ერთად სასამართლოს პიკეტირება სცადა, რასაც ხმაური მოჰყვა, ფიზიკური დაპირისპირების დროს, როგორც Odessit.ua წერს, სააკაშვილმა ასაკოვან ქალს დაარტყა და ხელი მოსტეხა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მიხეილ სააკაშვილი მომხდარს „ფეისბუქზე“ ეხმიანება:

„ეს ქალი სასამართლოს შენობიდან გამოგვეკიდა, ყვიროდა ტრუხანოვის მხარდამჭერ ლოზუნგებს და მოითხოვდა, დაგვეტოვებინა ოდესა. ამასთან, ძალიან აგრესიულად იქნევდა ორივე ხელს, რომლებიც მოტეხილს სრულებით არ ჰგავდა. აი, ასე პრიმიტიულად მუშაობს ბანდიტური პროპაგანდა“.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე