ავტორი:

"ჩემი ცოლის დაქალების" ზურაშა მამა გახდა - "პირველ წუთებში ისეთ შოკში ვიყავი, არაფერი მახსოვს"

"ჩემი ცოლის დაქალების" ზურაშა მამა გახდა - "პირველ წუთებში ისეთ შოკში ვიყავი, არაფერი მახსოვს"

"ვერც ერთი სიტყვა ვერ აღწერს ამ ემოციას!... გამთენიისას ლიკა ჩხიკვიშვილი მოგვევლინა... ჩვენი გოგო კოპიო დედამისია და მინი-გაიჩკა შევარქვი" - ასეთი ემოციით შეხვდა"ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი ირაკლი ჩხიკვიშვილი, იგივე "ზურაშა" პირველი შვილის დაბადებას.

მწერალი, განათლებით იურისტი ირაკლი ჩხიკვიშვილი და მისი მეუღლე გაია ხაჩიძე გოგონას მშობლები გახდნენ. ეს "ზურაშასთვის" პირველი შვილია, მის მეუღლეს კი პირველი ქორწინებიდან ჰყავს 11 წლის ბიჭუნა, რომელიც ირაკლიმ შვილივით მიიღო. იურისტი, მწერალი და შემთხვევით გამხდარი მსახიობი ახლა მხოლოდ ახალშობილ ბავშვზე ზრუნვით არის დაკავებული და სხვა ვერაფერზე ფიქრობს.

ახალბედა მამამ ემოციები ჟურნალ "სარკეს" გაუზიარა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- მართლა რთულია იმ ემოციების გადმოცემა, რაც ამ პატარას დაბადებას მოყვა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ერთი სიტყვაც არ შეესაბამება ამ გრძნობას.

პირველ წუთებში ისეთ შოკში ვიყავი, რომ არაფერი მახსოვს. ჯერ კიდევ არ გამოვსულვარ მდგომარეობიდან. მისი დაბადების წამიდან სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ. ჩართული ვარ მის მოვლაში, ვაჭმევ, პამპერსის გამოცვლაც ვისწავლე.

- ერთი წლის წინ დაქორწინდით. როგორ გაიარეთ ეს პერიოდი, ოჯახური ცხოვრება როგორია თქვენთვის?

- საერთოდ, არ მიყვარს პირად თემებზე ლაპარაკი... მოკლედ გეტყვით, რომ უცებ მოხდა ყველაფერი - ისე ვიცხოვრე, სერიოზული გატაცებები არასდროს მქონია. გაიას შემთხვევაში კი ძალიან მალე მივხვდი, რომ ის ადამიანია, რომელთანაც ოჯახი მინდოდა.

ბევრი პრობლემა გავიარეთ, რადგან მე თბილისში ვიყაცი და ის მოსკოვში და სანამ გადმოვიდოდა, ბევრჯერ მომიწია წასვლა. ახლა ყველაფერი საუკეთესოდ დალაგდა და ჰარმონიული ოჯახი გვაქვს.

გაია ძალიან მზრუნველია, კარგი ცოლის გარდა, საუკეთესო მეგობარია. ძალიან მნიშვნელოვანია მისი აზრი ჩემთვის და მიხარია, რომ ბევრ რამეში ჩვენი აზრები ემთხვევა.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს