ავტორი:

ძლიერი კანკალი უკვე მესამედ - რა სჭირს ანგელა მერკელს

ძლიერი კანკალი უკვე მესამედ - რა სჭირს ანგელა მერკელს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ძლიერი კანკალით უკვე მესამედ დააფიქსირეს - "დეილი მეილი" აქვეყნებს ვიდეოს, სადაც მერკელი ფინეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად დგას.

VIDEO : სად იმყოფებოდა ანგელა მერკელი, როდესაც მედიამ აკანკალებული უკვე მესამედ დააფიქსირა - კადრებში ჩანს, რა მდგომარეობაშია კანცლერი

პირველად კანცლერი შესამჩნევი კანკალით უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმერ ზელენსკისთან ერთად გადაიღეს - მაშინ მერკელმა განაცხადა, რომ ეს დეჰიდრაციის გამო მოხდა, მოგვიანებით დიდი რაოდენობით წყალი დალია და ყველა სიმპტომი მოეხსნა.

მეორედ ასევე ძლიერი კანკალით გერმანიის კანცლერი 27 ივნისს დააფიქსირეს - იაპონიაში, დიდი ოცეულის სამიტზე გაფრენამდე და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ ეჭვქვეშ დადგა. მისმა წარმომადგენელმა კი მედიას განუცხადა, რომ კანცლერი თავს შესანიშნავად გრძნობდა და არცერთი დაგეგმილი შეხვედრა არ გადაიდებოდა.

რა შეიძლება იყოს მისი კანკალის მიზეზი, ექიმებს სხვადასხვა ვერსია აქვთ - მედიკოსები ფიქრობენ, რომ მერკელს, შესაძლოა თიროიდი, ანდა - სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა ჰქონდეს. თუმცა, არც დეჰიდრაციას, ანდა პარკინსონის დაავადებას გამორიცხავენ.

იაპონიის მთავრობა კომპანიებს 4-დღიანი სამუშაო კვირის დაწესებას სთავაზობს

"უდიდეს საფრთხეს უქმნის აშშ-ის მცდელობას, აღმოფხვრას კოვიდ-19" - რას აცხადებს ენტონი ფაუჩი კორონავირუსის "დელტა" ვარიანტის შესახებ

ანგელა მერკელმა "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრის შემდეგ, მეორე დოზად "მოდერნას" ვაქცინა მიიღო