ავტორი:

"ალმოდებული კოშკიდან გადახტა და იქვე გარდაიცვალა" - სვანეთის ულამაზესი მთავრის ტრაგიკული ცხოვრება

"ალმოდებული კოშკიდან გადახტა და იქვე გარდაიცვალა" - სვანეთის ულამაზესი მთავრის ტრაგიკული ცხოვრება

"დედოფალი დიგორხანი, მოსოსტრის მეუღლე - სვანეთის მთავარი 1821-1833 წლებში" - ამ წარწერით გამოაქვეყნა "ფეისბუქზე" ულამაზესი ქალბატონის ფოტო "სვანეთინიუსმა", რომელსაც ძალიან დიდი ინტერესი მოჰყვა... ფოტოზე აღბეჭდილი ქალბატონი დადეშქელიანების რძალი დიგორხან გარდაფხაძეა. მისი მეუღლე მოსოსტრი დადეშქელიანი იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ (1821-1843 წლებში) დიგორხანი ჩუბეხევის ფაქტობრივი გამგებლის თანამდებობას იკავებდა. 1841 წელს მისი შვილი ციოყი, რომელიც მეფის არმიაში მსახურობდა, ომში დაუღუპა. მისი გარდაცვალების შემდეგ ექვს მცირეწლოვან შვილს ბებია დიგორხანი მეურვეობდა. იგი 1843 წელს ტრაგიკულად დაიღუპა.

ლეგენდარული მთავრის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის გარდაბნის მუზეუმის დირექტორი, ისტორიკოსი შადურ შუკვანი გვესაუბრება:

- ისტორიული გარემო და ფაქტები სადადეშქელიანო სვანეთის ( ჭუბერხევის) მთავრის - დიგორხან გარდაფხაძის შესახებ ასეთია: ისტორიულად ზემო სვანეთი, დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით მესტიის მუნიციპალიტეტი ორ ნაწილად იყოფოდა - უბატონო და საბატონო სადედეშქელიანო სვანეთად. ისტორიულ წყაროებში დადეშქელიანთა გაბატონებული გვარი პირველად მეთხუთმეტე საუკუნის მეორე ნახევარში მოიხსენიება. მათი მმართველობა თუ გათავადება ამ საუკუნეში მომხდარა. დადეშქელიანთა სხვადასხვა შტოს შორის არსებული უთანხმოებისა და შინააშლილობის გამო, რომელიც უმთავრესად რუსეთის მზაკვრული მიზნებით იყო ნაკარნახები, მეცხრამეტე საუკუნის ოციან წლებში დადეშქელიანთა სამთავრო ორ ნაწილად გაიყო. ამის შემდეგ 1833 წლისათვის ცარიზმის რუსეთმა ციოყი დადეშქელიანი (დედოფალ დიგორხანისა და მისოსოტრის შვილი) სამთავროს ქვედა ნაწილის, ხოლო თათარყან დადეშქელიანი აღმოსავლეთ ნაწილის მფლობელად ცნო. ციოყი დადეშქელიანი ადრე დაობლდა და ამიტომ სამთავროს დედამისი დიგორხანი ( 1821 -1833) მართავდა...

მათ დიდ ოჯახს ადგილ-მამულების წართმევის მიზნით აოხრებით ემუქრებოდა ციოყის მამის მისოსოტრის დაუძინებელი მტერი თათარყან დადეშქელიანი. 1841 წელს ცარიზმის რუსეთის არმიაში მყოფი კონსტანტინე დადეშქელიანი (ციოყის შვილი) ჩრდილოეთ კავკასიაში დაიღუპა. თათარყან დადეშქელიანმა სცადა ეს მომენტი სათავისოდ გამოეყენებინა, თავს დასხმოდა ციოყ დადეშქელიანის ოჯახს, ამოეხოცა მისი შვილები და სამფლობელო ხელში ჩაეგდო. ამ დროს სვანეთში შავი ჭირი, ეპიდემია მძვინვარებდა. ამ მიზეზით და თათარყან დადეშქელიანის მხრიდან მომავალი საფრთხის გამო დიგოხანმა შვილიშვილები კონსტანტინე და მისი ძმები სამეგრელოში, ლევან დადიანის სამფლობელოში გახიზნა. სწორედ 1843 წლის ივნისში თათარყან დადეშქელიანი მრავალრიცხოვანი არმიით მოულოდნელად თავს დაესხა ციოყ დადეშქელიანის სასახლეს და კოშკი ცეცხლს მისცა... თავდასხმის დროს 17 კარისკაცი მოკლეს, ზოგიც დაატყვევეს მათ შორის ციოყის ქალიშვილი... ციოყის ასაკოვანი დედა დიგორხანი კოშკში იყო შეხიზნული და როდესაც ცეცხლი კოშკზე ავიდა, იგი კოშკიდან გადმოხტა და ძირს დაცემისთანავე სული განუტევა... ისტორიული ცნობებით დასტურდება, რომ დიგორხანი ძლიერი ნებისყოფით გამოირჩეოდა, ენერგიული მმართველი იყო, რომელიც დიპლომატიური ნიჭით დაჯიდოვებული პიროვნება ყოფილა.

"ახლა აქ რომ ვინმე მოვიდეს, შარვალი ჩაიხადოს და რაღაც ქნას, მშვიდად ჩაივლის? სიბილწის პროპაგანდა არავის უფლება არ არის" - მეუფეები "თბილისი პრაიდზე"

რამდენ ადამიანს ჩაუტარდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში და როგორია ევროპისა და აშშ-ის მონაცემები

"გელათი თქვენ გამო დაიკეტა, მოუსვენარი ხალხი ხართ..." - მეუფე იოანე ჟურნალისტებს