ავტორი:

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე სატვირთო ამობრუნდა - გარდაცვლილია მძღოლი

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე სატვირთო ამობრუნდა - გარდაცვლილია მძღოლი

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ გზაზე ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოყირავდა.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია