ავტორი:

როგორ შეიცვლება მტკვრის სანაპიროები - ნახეთ გამარჯვებული პროექტის ფოტოები

როგორ შეიცვლება მტკვრის სანაპიროები - ნახეთ გამარჯვებული პროექტის ფოტოები

დედაქალაქში მტკვრის სანაპიროს განვითარება იგეგმება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ტენდერი 2019 წლის 10 მაისს გამოცხადდა. ამ ეტაპზე კი გამარჯვებული გამოვლენილია და ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 371 700 ლარი იყო, თუმცა, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული თანხა - 371 500 ლარია.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, სახელმწიფო შესყიდვის მიზანი მტკვრის სანაპიროს რეაბილიტაციისთვის შესაბამისი დიზაინის მომზადებისთვის საუკეთესო შემსრულებლის გამოვლენა იყო.

აღსანიშნავია, რომ ტენდერის ფარგლებში მტკვირს სანაპიროების განვითარების საკუთარი ხედვა 4-მა პრეტენდენტმა წარადგინა. კერძოდ, ეს კომპანიებია: შპს „არტსტუდიო-პროექტი“; შპს „ელისო სულაკაური“; შპს „კარკასი“ და შპს „ჯორჯიანჰაუსი“. გამარჯვებულად კი სატენდერო კომისიის შეფასებით, შპს „ელისო სულაკაური“ გამოცხადდა.

„ბიზნესპრესნიუსი“გთავაზობთ ამ კომპანიის მიერ წარდგენილ პროექტის ფოტოებს, რომლის მიხედვითაც მოხდება მტკვრის სანაპიროს განვითარება: ნახეთ ფოტოები

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო