ავტორი:

თუ ფიქრობთ, რომ ზაფხულში ბავშვმა წიგნები უნდა იკითხოს, ეს სიახლე დაგაინტერესებთ

თუ ფიქრობთ, რომ ზაფხულში ბავშვმა წიგნები უნდა იკითხოს, ეს სიახლე დაგაინტერესებთ

ზაფხულის არდადეგები ყველაზე შესაფერისი დროა, რომ ბავშვებმა რაც შეიძლება მეტი იკითხონ და საინტერესო წიგნები აღმოაჩინონ. დასვენება და ბევრი თავისუფალი დრო ხომ წიგნის სამყაროსთან დასაახლოვებლად საუკეთესო განწყობას ქმნის.

ამიტომ, ზაფხულობით წიგნის მაღაზიებისა და საბავშვო გამოცემებისკენ ძალიან ბევრი მშობლის ყურადღებაა მიპყრობილი. ამ ინტერესს, რა თქმა უნდა, გამომცემლობებიც პასუხობენ.

"პალიტრა L" სულ მალე ბავშვებისთვის კიდევ ერთ საინტერესო წიგნს შემოგთავაზებთ - ცნობილ სერიას "კლასიკოსები ბავშვებისთვის" კიდევ ერთი ტომი ემატება. ამჯერად პატარა მკითხველი ანტონ ჩეხოვის საბავშვო ნაწარმოებს - "კაშტანკას" გაეცნობა.

წიგნი ილუსტრირებულია და მაქსიმალურად არის მორგებული პატარა მკითხველის გემოვნებასა და ინტერესს. ამ დიდი კლასიკოსის თხრობის უშუალო მანერა, მისი კეთილი და გულისხმიერი სამყარო სრულიად ახალ კარს გაუღებს ბავშვს წიგნის სამყაროში. ჩეხოვი ხომ მოთხრობების უბადლო ოსტატად ითვლება.

სერია, რომლის ნაწილიც ანტონ ჩეხოვის "კაშტანკა" გახდება, რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ის თავს უყრის მსოფლიოს კლასიკოსებს, რომლებიც, უმეტესობის აზრით, მხოლოდ უფროსებისთვის წერდნენ. ლევ ტოლსტოის, უილიამ ფოლკნერს, ჯეკ ლონდონს, ოსკარ უაილდსა თუ ვირჯინია ვულფს არამარტო ბავშვები, უფროსებიც ახლებურად დაინახავენ. მათი თზულებები პატარა მკითხველის ლიტერატურული გემოვნების ჩამოყალიბებაშიც აუცილებლად შეიტანენ წვლილს.

სერიის ახალი ტომი, ანტონ ჩეხოვის „კაშტანკა“ 15 ივლისიდან გამოვა და ტრადიციულად, „კვირის პალიტრასთან“ ერთად გაიყიდება.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა