ავტორი:

ავარია ბათუმი-ქობულეთის გზაზე მსხვერპლით დასრულდა - გარდაცვლილი 40 წლამდე მამაკაცია

ავარია ბათუმი-ქობულეთის გზაზე მსხვერპლით დასრულდა - გარდაცვლილი 40 წლამდე მამაკაცია

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით ცენტრალურ გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 9 დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას სამი „მინივენი“ ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.

პირველადი ინფორმაციით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ. თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლილია 40 წლამდე მამაკაცი.

მომხდარის გამო ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე სატრასპორტო მოძრაობა შეფერხებული იყო.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია